თინა ბოკუჩავა – ამ არჩევნებთან შეგუებით ქვეყნის გარუსებას შევეგუებით, ამიტომ მინდა გთხოვოთ, ახლა არის გადამწყვეტი მომენტი, როდესაც ჩვენ შეგვიძლია ბიძინა ივანიშვილს გამოვგლიჯოთ მიტაცებული ძალაუფლება

ამ არჩევნებთან შეგუებით, ჩვენ ამ ქვეყნის წართმეულ მომავალს, ქვეყნის გარუსებას შევეგუებით, ამიტომ მინდა გთხოვოთ, ახლა არის გადამწყვეტი მომენტი, როდესაც ჩვენ შეგვიძლია ბიძინა ივანიშვილს გამოვგლიჯოთ მიტაცებული ძალაუფლება, – ასე მიმართა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა თინა ბოკუჩავამ საპროტესტო აქციის მონაწილეებს, მსვლელობის დასასრულს.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ქვეყანას ვერ გაარუსებს.
„დარწმუნებული ვარ, კიდევ ერთხელ აჩვენებთ მსოფლიოს თუ რამხელა ძალა გაქვთ, რუსული სპეცოპერაციით ხელისუფლების მიტაცების შედეგად მიტაცებული ძალაუფლებისა და რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ ყველაზე დიდი ძალა გაქვთ თქვენ. თქვენია ეს ქვეყანა, ეს ქვეყანა არის ახალგაზრდების, რომლებმაც მთელი მსოფლიო აალაპარაკეს, ევროპის გული თბილისში ძგერდა, რომ ევროპა თბილისიდან ლისაბონამდეა. ჩვენ ეს კიდევ ერთხელ უნდა ვაჩვენოთ მსოფლიოს დაუღალავი შრომით, პროტესტით.
კულმინაციური მომენტი ამ პროტესტის იქნება იმ დღეს, როდესაც ივანიშვილი ეცდება შეკრიბოს არალეგიტიმური არჩევნების შედეგად არალეგიტიმურად ფორმირებული პარლამენტი. სავარაუდოდ მას არ ეყოფა გონიერება ეს არ გააკეთოს, ამიტომ ჩვენზეა, რომ არ მივცეთ უფლება შეკრიბოს არალეგიტიმური პარლამენტი. ამ კულმინაციური მომენტისთვის დაუღალავი შრომით, მწყობრად, შეუგუებლობითა და თავდადებით აუცილებლად უნდა მოვემზადოთ ამ დღისთვის, რომ ივანიშვილმა გაიგოს, რომ ეს ქვეყანა თქვენია და ვერ შეძლებს ამ ქვეყნის გარუსებას ვერასდროს ვერ მოახერხებს”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”