მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, რეკორდულ ვადებში, მოქალაქეებისთვის სრულიად უფასოდ აიზომა 1.5 მლნ-ზე მეტი მიწის ნაკვეთი, მილიონზე მეტი ადამიანი უკვე გახდა მიწის რეგისტრირებული მესაკუთრე

მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, რეკორდულ ვადებში, მოქალაქეებისთვის სრულიად უფასოდ აიზომა 1.5 მლნ-ზე მეტი მიწის ნაკვეთი, მილიონზე მეტი ადამიანი უკვე გახდა მიწის რეგისტრირებული მესაკუთრე
ოქტომბრის მდგომარეობით, რეკორდულ ვადებში, მოქალაქეებისთვის სრულიად უფასოდ აიზომა 1.5 მლნ-ზე მეტი მიწის ნაკვეთი, ჯამური ფართობით 880 000 ჰა-ზე მეტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რეფორმის მიზანია მიწის რესურსის ეკონომიკურ ბრუნვაში მოქცევა, ასევე საკუთრების უფლების მაქსიმალურად რეალიზება.
“ამ მიზნით, 2022 წლიდან, ჩვენმა ხელისუფლებამ დაიწყო რეფორმა. ყველა მუნიციპალიტეტში ხორციელდება მიწის სისტემური რეგისტრაცია. რეფორმა გულისხმობს მოქალაქეებისთვის მიწის უფასოდ აზომვას, ყველა საჭირო ინფორმაციის, დოკუმენტების, მონაცემების არქივში მოძიებას, უწყებათაშორის კოორდინაციას და საბოლოო ჯამში მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას”, – განაცხადა პრემიერმა.
მ აღნიშნა, რომ მიწის სისტემური რეგისტრაცია დასკვნით ფაზაშია და ოქტომბრის მდგომარეობით, საკუთრების უფლება მილიონზე მეტ მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა.
“შესაბამისად, მილიონზე მეტი ადამიანი გახდა მიწის რეგისტრირებული მესაკუთრე. რეგისტრირებული მიწის ჯამური ფართობი არის 784 000 ჰა, რაც ძალიან შთამბეჭდავი მონაცემია.
ასევე, გასული წლის პირველი ოქტომბრიდან გაფორმდა მემორანდუმი თბილისის მერიასთან, რომლის ფარგლებშიც სისტემური რეგისტრაცია დედაქალაქშიც დაიწყო. რეგისტრირდება არა მხოლოდ დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთები, არამედ სწორდება 15-20 წლის წინ არასწორად განხორციელებული რეგისტრაციებიც”,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის თქმით, პროექტის მასშტაბების და შედეგების გათვალისწინებით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება მიწის სისტემური რეგისტრაციის გაგრძელების თაობაზე.
“ჯერ კიდევ არიან მოქალაქეები, რომლებსაც არ დაურეგისტრირებიათ მიწის ნაკვეთები. ასეთია ნახევარ მილიონამდე მიწის ნაკვეთი მთლიანობაში და 2025 წლის ბოლომდე ამ მოქალაქეებსაც ექნებათ საშუალება, სრულიად უფასოდ დაირეგისტრირონ კუთვნილი მიწის ნაკვეთები. რეფორმის დასრულების შედეგად, დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთი აღარ იარსებებს ქვეყანაში, შეიქმნება ერთიანი, სრულყოფილი საკადასტრო მონაცემთა ბაზა, საბოლოოდ გაიმიჯნება ერთმანეთისგან კერძო, სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების მდებარეობა და გაირკვევა მესაკუთრის ვინაობა. შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან სრულად იქნება უზრუნველყოფილი საკუთრების უფლების დაცვა,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერმა მადლობა გადაუხადა იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს, სამინისტროს თანამშრომლებს, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ყველა ადამიანს, ვინც ჩართულია რეფორმის წარმატებით განხორციელებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

პარლამენტის წევრობაზე უარის თქმის თაობაზე ცესკოსთვის ახლავე მიმართვა ან იურიდიული შეცდომაა, ან ნორმათა არაკეთილსინდისიერი განმარტება, თითქოსდა, ეს უზრუნველყოფს იმას, რომ პარლამენტი ვეღარ გააგრძელებს მუშაობას – ეს ასე არ არის