საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები რუსთაველის გამზირის გავლით ფილარმონიის მიმართულებით გადაადგილდებიან

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეჩერების შემდეგ, საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები რუსთაველის გამზირის გავლით ფილარმონიის მიმართულებით გადაადგილდებიან.
ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე მოძრაობა შეზღუდულია.
პარალელურად, აქციის მონაწილეები შემხვედრ მოქალაქეებს მსვლელობაში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდებენ.
მართლწესრიგის უზრუნველსაყოფად მსვლელობას საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟიც მიჰყვება.
რაც შეეხება მეორე მსვლელობას, რომელიც მეტროსადგურ “უნივერსიტეტიდან” დაიძრა, ისინი ცოტა ხნით სუს-ის შენობის წინ შეჩერდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ ჩერგოლეიშვილი: ბიძინა ივანიშვილი ახლა ისეთ მდგომარეობაშია, რომ უკან დახევის ფუფუნება არ აქვს. რეპრესიებით უჭირავს ეს ყველაფერი და რეპრესიები თუ აუშვა, მაშინ იწყება ზუსტად ავტოკრატებისთვის საშიში დრო, ჩამოინგრევიან