ლევან ცუცქირიძე – ჩვენ თუ გავჩერდებით, ეს ქვეყანაც გაჩერდება და დამყარდება ერთპარტიული დიქტატურა, რომელიც იქნება კორუმპირებული “რუსკი მირის” ნაწილი

ჩვენ თუ გავჩერდებით, ეს ქვეყანაც გაჩერდება და დამყარდება ერთპარტიული დიქტატურა, რომელიც იქნება რუსული, კორუმპირებული “რუსკი მირის” ნაწილი. აღარ იარსებს თავისუფლება, ეკონომიკური განვითარება და ვიქნებით ჩამორჩენილი სახელმწიფო, რომელიც ქართველ ხალხს არ დაუმსახურებია, – ამის შესახებ საპროტესტო მსვლელობისას კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ განაცხადა.
მისი თქმით, საგარეო და საშინაო ლეგიტიმაციის დაკარგვა “ქართულ ოცნებას” ხელისუფლების შენარჩუნების ამოცანას გაურთულებს.
“ეს ბრძოლა არ არის რომელიმე პარტიისა თუ პოლიტიკოსის, არამედ ეს ბრძოლა არის იმისათვის, რომ საქართველოში არჩევნებს აზრი ჰქონდეს და ჩვენ ვირჩევდეთ თუ ვინ უნდა მართავდეს ქვეყანას დროებით. არავის არ უნდა ჰქონდეს იმის გადაწყვეტის უფლება, რომ ქვეყანა თავის კერძო საკუთრებად აქციოს.
ამ ხელისუფლებას ქვეყნის მართვა გაუჭირდება იმიტომ, რომ შიდა ლეგიტიმაცია დაკარგული აქვს. საგარეო იზოლაცია გარდაუვალია, ეს კი ხელისუფლებას ყველა კარს ჩაუკეტავს და საერთაშორისო ურთიერთობების წარმოება შეუძლებელი გახდება.
თავის ფულს არ დახარჯავს, არ ეყოფა ის რესურსები, რომელიც აქვს”,- განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კალანდარიშვილი დავით კირთაძეზე – ის ცნობილი იყო, როგორც წარჩინებული პროვოკატორი ჩვენს კომისიაში და სამუდამოდ ჩამოიკიდა სახელი, რასაც ჰქვია პროვოკაცია და ბოროტება – არ არსებობს ხელშესახები გარემოება, რომ არჩევნები იყო მანიპულირებული