თბილისში ოპოზიციის ორი საპროტესტო მსვლელობა იმართება

თბილისში ოპოზიციური პარტიები საპროტესტო მსვლელობებს მართავენ.
მათი ნაწილი ცხრა ნოემბერს კოალიცია “ძლიერ საქართველოსთან” ერთად მარჯანიშვილის მოედანზე შეიკრიბა, ნაწილი კი – მეტრო სადგურ უნივერსიტეტთან, საიდანაც მსვლელობას უძღვება “კოალიცია ცვლილებისთვის”.
ორივე მსვლელობა გმირთა მოედნისკენ მიემართება.
მსვლელობის მონაწილეები ამბობენ, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო გაყალბდა და ხელახალი ს ჩატარებას მოითხოვენ.
ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია. ამ არჩევნებზე მოსახლეობის 90-მა პროცენტმა ხმა ელექტრონული სისტემების გამოყენებით მისცა.
ს წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში რჩება მეოთხე ვადით.
საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ამ საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს პრეზიდენტი და ოპოზიციონერი ლიდერებიც.