მეტროსადგურ “მარჯანიშვილის” მიმდებარე ტერიტორიიდან ოპოზიციური პარტიებისა და მოქალაქეების მსვლელობამ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გადაინაცვლა, საიდანაც პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გეგმავენ მისვლას

მეტროსადგურ “მარჯანიშვილის” მიმდებარე ტერიტორიიდან ოპოზიციური პარტიებისა და მოქალაქეების საპროტესტო მსვლელობამ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გადაინაცვლა, საიდანაც პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გეგმავენ მისვლას.
მსვლელობის გამო, მარცხენა სანაპიროზე მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია.
ასევე, აქციის მონაწილეები გზაში შემხვედრებს პროტესტში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდებენ.
აღნიშნულ მსვლელობაში მონაწილეობენ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობისა” და კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერები და წევრები.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მსვლელობას მეტროსადგურ “უნივერსიტეტიდან” წამოსული აქციის მონაწილეები შეუერთდებიან, რომელშიც “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერებიც მონაწილეობენ.

ასევე დაგაინტერესებთ

“მთელი ჩემი ინსტაგრამი, ყველა ჩემი ნაცნობი ან ქვეყანას ტოვებს, ან შოკშია, ან უბრალოდ არ ლაპარაკობს ამაზე. მე არ ვიცი, სად არიან ეს ადამიანები, ვისაც უყვარხართ, როგორც პრეზიდენტი და პატივს გცემენ”

ზურაბ ცეცხლაძე – „ოცნება“ თადარიგს იჭერს, რომ გამოყაროს კუნთმაგარი ბიჭები, ციხით ვერ შეაშინეს და ცემით უნდათ შეაშინონ ხალხი, არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს – ქართველიშვილს ვეუბნები: ნახონ, რა დაემართა „მხედრიონს“

ლევან ლორთქიფანიძე – ქმნიან პროფესია „პატრიოტს“, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! – ქართულ ტრადიციაზე ლაპარაკობენ და ქართული ტრადიცია არასდროს ყოფილა ჩაგვრა, რომ ძლიერმა სუსტი გასრისოს, ეს არის ქვის ხანა