მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიიდან წამოსული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მოქალაქეები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მივიდნენ

მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიიდან წამოსული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მოქალაქეები ორბელიანების სასახლესთან მივიდნენ.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, პრეზიდენტის ინსტიტუტი ქვეყანაში ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტია.
ორბელიანების სასახლესთან მისულმა აქციის მონაწილეებმა პატივისცემის ნიშნად ტაშიც დაუკრეს.
ასევე ორბელიანების სასახლესთან ხმის გამაძლიერებელი დინამიკებით საქართველოს ეროვნული და ევროკავშირის ჰიმნიც ჩართეს.

ასევე დაგაინტერესებთ

“მთელი ჩემი ინსტაგრამი, ყველა ჩემი ნაცნობი ან ქვეყანას ტოვებს, ან შოკშია, ან უბრალოდ არ ლაპარაკობს ამაზე. მე არ ვიცი, სად არიან ეს ადამიანები, ვისაც უყვარხართ, როგორც პრეზიდენტი და პატივს გცემენ”

ზურაბ ცეცხლაძე – „ოცნება“ თადარიგს იჭერს, რომ გამოყაროს კუნთმაგარი ბიჭები, ციხით ვერ შეაშინეს და ცემით უნდათ შეაშინონ ხალხი, არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს – ქართველიშვილს ვეუბნები: ნახონ, რა დაემართა „მხედრიონს“

ლევან ლორთქიფანიძე – ქმნიან პროფესია „პატრიოტს“, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! – ქართულ ტრადიციაზე ლაპარაკობენ და ქართული ტრადიცია არასდროს ყოფილა ჩაგვრა, რომ ძლიერმა სუსტი გასრისოს, ეს არის ქვის ხანა