მამუკა ხაზარაძე – როგორც კი ხალხის ძალას იგრძნობენ, პანიკაში ვარდებიან, ბიძინა ივანიშვილი რეალურად პანიკაშია – თუ ერთად დავდგებით, ეს პროტესტი შედეგს გამოიღებს

მამუკა ხაზარაძე – როგორც კი ხალხის ძალას იგრძნობენ, პანიკაში ვარდებიან, რეალურად პანიკაშია – თუ ერთად დავდგებით, ეს პროტესტი შედეგს გამოიღებს
როგორც კი ხალხის ძალას იგრძნობენ, იმ წუთას პანიკაში ვარდებიან, ბიძინა ივანიშვილი რეალურად პანიკაშია – თუ დავდგებით ერთად და კიდევ უფრო მეტნი უნდა ვიყოთ, ეს პროტესტი შედეგს გამოიღებს,- ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მ ჟურნალისტებს მარჯანიშვილის მოედანზე განუცხადა, საიდანაც საპროტესტო მსვლელობა უნდა გაიმართოს.
როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, წარმატება ახლა ხალხის ხელშია.
„როგორც კი ხალხის ძალას იგრძნობენ (ახლა კარგად გრძნობენ, რომ ეს პროტესტი არ გაჩერდება), იმ წუთას პანიკაში ვარდებიან. ბიძინა ივანიშვილი რეალურად პანიკაშია, რადგან დარჩა რის ამარა – მთავრობის, რომელიც ტერორისტების გვერდით მდგომია – „ჰამასის“, „ჰეზბოლას“; ეს არის ხელისუფლება, რომელიც პირდაპირ ილაშქრებს შეერთებული შტატების წინააღმდეგ (მინდა, მათ ანაკლიის ჩაგდებული პროექტი გავახსენო). შეერთებულ შტატებში ის პრეზიდენტი მოვიდა, რომლის სახელმწიფო მდივანი, მაიკლ პომპეო ანაკლიის პროექტის მშენებლობას უჭერდა მხარს და პირდაპირ ამბობდა, რომ ჩინეთი და საქართველოს მეგობრები არ არიან. უნდა გავიხსენოთ, სად ვდგავართ. ვდგავართ ისტორიის გასაყარზე. წარმატება მხოლოდ ჩვენს ხელშია. თუ დავდგებით ერთად (კიდევ უფრო მეტნი უნდა ვიყოთ), ეს პროტესტი შედეგს გამოიღებს. ამ ისტორიულ მომენტს ვერ გავუშვებთ ხელიდან, რომ საქართველო გავიყვანოთ სამშვიდობოს, სტაბილურ, მშვიდობიან გარემოში, რასაც ევროპა ჰქვია“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.