საქართველოს მმართველ პარტიასა და დასავლეთს შორის ურთიერთობების გაუარესება ბუდაპეშტში აშკარად გამოჩნდა – მედია

საქართველოს მმართველ პარტიასა და დასავლეთს შორის ურთიერთობები უარესდება, – ამის შესახებ გამოცემა “კომერსანტი” იუწყება.
გამოცემის შეფასებით, ამ ტენდენციის კიდევ ერთი გამოვლინება იყო ბუდაპეშტში გამართული ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
გამოცემა წერს, რომ ევროპელი ლიდერები ითხოვენ საერთაშორისო გამოძიების დაწყებას საპარლამენტო არჩევნების შედეგების შესაძლო გაყალბების საქმეებზე, თუმცა “ქართული ოცნება” მაინც კატეგორიულად გამორიცხავს ამ ვარიანტს. მმართველი პარტია იმედოვნებს, რომ დონალდ ტრამპის გამარჯვება -ს საპრეზიდენტო არჩევნებში შეამსუბუქებს დაძაბულობას დასავლეთთან ურთიერთობაში.