დავით კირთაძე – მმართველ პარტიას მანიპულაციების საშუალება, რომ გაეყალბებინათ არჩევნები, ცესკომ მისცა, რის შესახებაც ინფორმაცია საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მივაწოდეთ

მმართველ პარტიას მანიპულაციების საშუალება, რომ გაეყალბებინათ , მ მისცა, რის შესახებაც ინფორმაცია საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მივაწოდეთ, – ამის შესახებ ცესკოში „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა დავით კირთაძემ განაცხადა.
მისი განცხადებით, ცესკოს ოპოზიციონერმა წევრებმა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს.
„ცესკოს ოპოზიციონერი წევრები შევხვდით საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რომლებსაც ინფორმაცია მივაწოდეთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციის მიერ მიღებული არასამართლებრივი გადაწყვეტილებები შესახებ – არჩევნების გამოცხადების დღიდან – არჩევნების დღემდე, რამაც შემდგომში მმართველ პარტიას მანიპულაციის საშუალება მისცა და საბოლოო ჯამში არჩევნების დღეს ყველამ გაყალბების მეთოდები ვიხილეთ”, – განაცხადა დავით კირთაძემ.
ცნობისთვის, ცესკოს ოპოზიციონერი წარმომადგენლები ENEMO, IRI, NDI და ODHIR-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ;