ვინ შეიძლება შევიდეს ტრამპის ახალ ადმინისტრაციაში?

დონალდ ტრამპი უკვე მუშაობს გუნდის შერჩევაზე, რომელიც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში თეთრ სახლში მასთან იმუშავებს. პირველი ასეთი პერსონა ხუთშაბათს დასახელდა, როდესაც ტრამპმა გამოაცხადა, რომ თეთრი სახლის აპარატის ხელმძღვანელად თავისი საარჩევნო კამპანიის „მენტორს“, სუზი უაილსს დანიშნავს.
თავისი მომავალი მინისტრებისა და მრჩევლების პირველ სიას , სავარაუდოდ, 20 იანვრის ინაუგურაციამდე გაცილებით ადრე, „უახლოეს დღეებსა და კვირებში“ წარადგენს.
ქვეყნის მართვის დემოკრატებიდან რესპუბლიკელების ხელში გადასვლის შემდეგ, ახალი ადმინისტრაცია ს სტაფისგან სრულიად განსხვავებული იქნება. დონალდ ტრამპის გუნდმა ისიც დაადასტურა, რომ ახალი ადმინისტრაცია მთლიანად არც პირველი ვადით მისი პრეზიდენტობის დროინდელ გუნდს დაემსგავსება.
„ზოგი დაბრუნდება, მათთან ერთად ახალი სახეებიც შემოგვიერთდებიან“, – ამბობს ტრამპის მრჩეველი, ჯეისონ მილერი.
მაინც, ვინ შეიძლება შევიდეს გუნდში, რომელიც ტრამპს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მხარში ამოუდგება?
პირველი გვარი უკვე ამ ხუთშაბათს დასახელდა, როდესაც ტრამპმა გამოაცხადა, რომ თავის საარჩევნო კამპანიის „მენტორს“, სუზი უაილსს თეთრი სახლის აპარატის უფროსად დანიშნავს. ეს არის თანამდებობა, რომელიც შეერთებულ შტატებში ქალს არასოდეს ჰკავებია.
„სუზი უაილსი ახლახან დამეხმარა ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი პოლიტიკური გამარჯვების მოპოვებაში. პატივია, რომ სუზი შეერთებული შტატების ისტორიაში თეთრი სახლის აპარატის პირველი ქალი ხელმძღვანელი იქნება“, – აღნიშნა -ს 47-ე პრეზიდენტმა.
„ის გააგრძელებს დაუღალავად მუშაობას, რათა ამერიკა კვლავ დიდებული გახდეს“, – დასძინა ტრამპმა.
არჩევნებში მოპოვებული გამარჯვების აღნიშვნისას, ტრამპმა ასევე თქვა, რომ ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი და ვაქცინაციის მოწინააღმდეგე აქტივისტი, რობერტ კენედი-უმცროსი „ამერიკის ხელახლა გაჯანსაღებაში დასახმარებლად“ შეარჩია და იქვე შენიშნა: „ჩვენ მას თავის გამოჩენის საშუალებას მივცემთ“. ანტისემიტური გამონათქვამებისა და ვაქცინის შესახებ შეთქმულების თეორიების მხარდაჭერის მიუხედავად, ცოტა ხნის წინ ტრამპი რობერტ კენედი-უმცროსს დაჰპირდა, რომ „ეშმაკივით იბრძოლებს მისთვის”, თუ კენედის ჯანდაცვისა და სოციალური სერვისების დეპარტამენტის ხელმძღვანელობა სურს.
ტრამპის ადმინისტრაციის წევრობის ერთ-ერთ კანდიდატად კომპანია „ტესლას“ მთავარი აღმასრულებელი დირექტორიც მოიაზრება. წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ტრამპმა პირობა დადო, რომ ელონ მასკს ფედერალური ხარჯების შემცირების მდივნად დანიშნავდა, მილიარდერობის ტექნოლოგმა კი, თავის მხრივ, ხაზი გაუსვა, რომ მას შეუძლია მილიარდობით დოლარის ოდენობის ისეთი სახელმწიფო ხარჯების გამოვლენა, რომელზე უარის თქმაც შესაძლებელია.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თანამდებობაა საგარეო საქმეთა მინისტრის (იგივე, სახელმწიფო მდივნის) პოსტი და ამ პორტფელის მიღების ერთ-ერთ ყველაზე სავარაუდო კანდიდატად რიჩარდ გრენელს ასახელებენ. ის იყო ტრამპის ელჩი გერმანიაში 2018 წლიდან 2020 წლამდე, სპეციალური წარმომადგენელი ბალკანეთში და ეროვნული დაზვერვის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. მედია გრენელს ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის თანამდებობაზეც მოიაზრებს.
თავდაცვის მინისტრის პოსტზე ფავორიტი მაიკ პომპეოა, რომელიც ტრამპის პირველი ადმინისტრაციის დროს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი და სახელმწიფო მდივანი იყო, CIA-ს სავარაუდო ხელმძღვანელად კი ტეხასელი ყოფილი ულტრაკონსერვატორი, ჯონ რეტკლიფი სახელდება.
ხაზინის ხელმძღვანელი პორტფელისთვის, წესით, ორი მილიარდერი – ინვესტორი სკოტ ბესენტი და ბიზნესმენი ჯონ პოლსონი – იბრძოლებს.
იმის გათვალისწინებით, რომ ტრამპს სისხლის სამართლის ოთხ საქმეში ედება ბრალი, იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტი ძალიან მგრძნობიარე პოზიციად წარმოჩინდება. ამ თანამდებობაზე კანდიდატებად მედიაში სახელდებიან სენატორი იუტადან, მაიკ ლი და სენატორი მისურიდან, ერიკ შმიტი.
წყარო: 1 არხი