უკეაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული 32 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 32 დრონი ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 51 დრონი გაუშვეს, რომელთაგან 18 უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა.
საჰაერო ძალების განცხადებით, თავდასხმის სამიზნე ოდესის ოლქი იყო.
უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ოდესის, ნიკოლაევის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, დონეცკის, სუმის, ხარკოვის, პოლტავის, ვინიცის, ჩერკასისა და ტერნოპილის ოლქებში იმუშავა.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი ნანუკა ჟორჟოლიანს – მიშა ციხეშია და მის აზრს ამის გამო მნიშვნელობა შეიძლება არც ჰქონდესო, ჩემო ნანუკა, ნელსონ მანდელა 30 წელი იჯდა, მაგრამ მის აზრს აფრიკის ნაციონალური კონგრესი რეგულარულად კითხულობდა