წინასაარჩევნო კამპანიის დროს დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობისთვის ირანის მოქალაქეს და კიდევ ორ პირს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ბრალი წაუყენა

წინასაარჩევნო კამპანიის დროს არჩეული პრეზიდენტის ს მკვლელობის მცდელობისთვის სამ ადამიანს -ის იუსტიციის დეპარტამენტმა ბრალი წაუყენა, მათ შორის, ერთი ირანის მოქალაქეა, 51 წლის, ფარჰად შაკერი, რომელსაც ედავებიან, რომ დავალებული ჰქონდა ტრამპის მოკვლის გეგმის შემუშავება. ირანელ ფარჰად შაკერისთან ერთად ბრალდებულები არიან ნიუ იორკში მცხოვრები აშშ-ის მოქალაქეები, კარლაილ რივერა და ჯონათან ლოდჰოლტი.
როგორც CNN იუწყება, შეთქმულების გეგმა მოიცავდა ტრამპის მკვლელობას საპრეზიდენტო არჩევნებამდე.
აშშ-ის მთავრობა აცხადებს, რომ შაკერი არ არის დაკავებული და ვარაუდობენ, რომ ის ირანშია.
ნიუ იორკის სამხრეთ ოლქის პროკურორმა, დემიან უილიამსმა განაცხადა, რომ ირანის მთავრობამ უბრძანა ამ ადამიანებს, სამიზნეში ამოეღოთ აშშ-ის მოქალაქეები, მათ შორის არჩეული პრეზიდენტი ტრამპი, აშშ-ის მიწაზე და მის ფარგლებს გარეთ.