ფართო რეგიონში კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, საქართველო არის გამოკვეთილი ლიდერი, ჩვენ ამოცანაა, მოვხვდეთ მსოფლიო ქვეყნების სამეულში

ფართო რეგიონში კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, საქართველო არის გამოკვეთილი ლიდერი, თუმცა ჩვენ არ ვაპირებთ ამაზე გაჩერებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო კიდევ უფრო შეინარჩუნებს და განამტკიცებს ლიდერის პოზიციას ამ სფეროში.
„ფართო რეგიონში კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, საქართველო არის გამოკვეთილი ლიდერი, თუმცა ჩვენ არ ვაპირებთ ამაზე გაჩერებას. მე ვისაუბრე ამასთან დაკავშირებით პარლამენტში, ჩვენი ამოცანაა, რომ ევროპის სამეულში, მსოფლიო სამეულში გავიდეთ უახლოესი წლების განმავლობაში და ამისთვის ყველაფერი გაკეთდება. ამ რამდენიმე თვის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად შემცირებულიყო კორუფცია ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ რა თქმა უნდა, შევინარჩუნებთ და კიდევ უფრო განვამტკიცებთ ლიდერის პოზიციას ამ სფეროში.
კანდიდატი ქვეყნები რომ ავიღოთ, თქვენ იცით, რამხელა პრობლემებია ში, მოლდოვაში, კორუფციის კუთხით. ჩვენი ამბიციური ამოცანაა, არა მხოლოდ კანდიდატ ქვეყნებს შორის ვიყოთ ლიდერი და არა მხოლოდ 7- 8 ქვეყანას გავასწროთ ევროკავშირში, არამედ მოვხვდეთ მსოფლიო ქვეყნების სამეულში კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, ამისათვის ყველანაირი საფუძველი არსებობს და ამისათვის მუშაობას გავაგრძელებთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ფსევდოლიბერალური იდეოლოგია ცდილობს მოდურ მოვლენად წარმოაჩინოს მარიხუანისა და ე.წ. კლუბური ნარკოტიკების მოხმარება – ჩვენი ვალია ჩვენი ქვეყნის წინაშე, მაქსიმალურად დავუპირისპირდეთ ფსევდოლიბერალურ დღის წესრიგს და დავიცვათ ჩვენი საზოგადოება

მივიღეთ გადაწყვეტილება, სრულად ავკრძალოთ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება კერძო სუბიექტების მიერ, მნიშვნელოვანია, ჩანაცვლებითი მკურნალობის განხორციელებაზე სრული პასუხისმგებლობა აიღოს სახელმწიფომ

ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი კერძო კომპანიების მიერ სრულად აიკრძალება, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებათა იმპორტი და რეალიზაცია მხოლოდ სახელმწიფოს პრეროგატივა იქნება