KIU-ში საბავშვო უნივერსიტეტის გახსნის ღონისძიება გაიმართა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) საბავშვო უნივერსიტეტის გახსნის ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც KIU-ს რექტორმა, პროფესორმა გიორგი ხუბუამ პირველი საჯარო ლექცია თემაზე – „რა არის სამართლიანობა?“ წაიკითხა.
ამის შესახებ ინფორმაციას უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გიორგი ხუბუამ მოსწავლეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა, ახალი პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.
“რექტორის თქმით, KIU ახალგაზრდებს კიდევ არაერთ საინტერესო აქტივობას შესთავაზებს, რაც მათ ხელს შეუწყობს საუნივერსიტეტო ცხოვრებაში ინტეგრაციის გზაზე უნიკალური გამოცდილება დააგროვონ.
პირველ საჯარო ლექციას იმერეთის რეგიონის სკოლების მე-9 – მე-12 კლასების 400-ზე მეტი მოსწავლე დაესწრო. მონაწილეებს, მათთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაციის მიღებისა და თავიანთი მოსაზრებების გაზიარების შესაძლებლობა ჰქონდათ.
ლექციის დასრულების შემდეგ, მოსწავლეებმა დაათვალიერეს საუნივერსიტეტო ქალაქი, გაეცნენ ტექნოლოგიებზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო ეკოსისტემას, კომფორტულ და სრულად აღჭურვილ საცხოვრებელ სივრცეს, კაფეტერიას, ბიბლიოთეკას, საერთო სამუშაო სივრცეებს, ინტერაქტიური სწავლის მართვის სისტემას და ინფრასტრუქტურას, რაც მნიშვნელოვანია მაღალი დონის სასწავლო პროცესისა და სამეცნიერო კვლევების ჩატარებისათვის.
ღონისძიებაში მონაწილეობა იმერეთის რეგიონის სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებმა მიიღეს.
აღსანიშნავია, რომ ახალი პროექტი ხელს შეუწყობს ახალგაზრდების არაფორმალურ განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას, მოსწავლეებში ცნობისმოყვარეობისა და სწავლის სიყვარულის გაღვივებასა და საუნივერსიტეტო ცხოვრების ადრეული ასაკიდან გაცნობას. ამასთანავე, დაეხმარება კრიტიკული აზროვნების, კრეატიულობისა და სოციალური უნარების განვითარებაში და კარიერული ჰორიზონტის გაფართოებასა და მომავალი პროფესიის არჩევაში.
KIU-ს საბავშვო უნივერსიტეტი იმერეთის რეგიონის სკოლების მე-9 – მე-12 კლასების მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი და სხვადასხვა შემეცნებით თემაზე საჯარო ლექციების ჩატარებას ისახავს მიზნად. სალექციო კურსებს წაიკითხავენ როგორც KIU-ს პროფესორ-მასწავლებლები, ასევე მოწვეული ლექტორები”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან გამრეკელი და მასთან კავშირში მყოფი ორი პირი, პაატა ნოზაძე და რომან მეტივიშვილი დააკავეს – ისინი ფარულად დაეუფლნენ 5 000 000 ლარის სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს