მიშელი: სერიოზული ეჭვებია არჩევნების გაყალბებაზე

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ამბობს, რომ საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით “სერიოზული ეჭვები” არსებობს, რაც გამოძიებას საჭიროებს.
ჩატარდა. არსებობს ეჭვები. გაყალბების სერიოზული ეჭვებია და ამას სერიოზული გამოძიება სჭირდება. ამ პროცესთან დაკავშირებით სიცხადე გვჭირდება, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი სამართლიანად და გამჭვირვალედ გაკეთდა. ამასთან დაკავშირებით ეჭვები არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიცაა”, – თქვა შარლ მიშელმა.
ის გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი სთან გუშინ გამართულ შეხვედრასაც და თქვა:
“მქონდა შესაძლებლობა, ამ საკითხზე პრემიერ-მინისტრისთვის შეხედულებები გამეზიარებინა”.
დღეს ბუდაპეშტში ევროპული საბჭოს არაფორმალური შეხვედრა გაიმართება.
ცნობილია, რომ ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებისა და ევროკომისიის პრეზიდენტის დღის წესრიგში საქართველოც იქნება.
გუშინ, 7 ნოემბერს, უნგრეთში გაიმართა ევროპის თანამეგობრობის სამიტიც, რომელსაც სხვა ევროპელ ლიდერებთან ერთად საქართველოს პრემიერ-მინისტრი ც დაესწრო.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის თანახმად, შარლ მიშელთან შეხვედრაზე პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის ერთგულია და ამ პროცესში პარტნიორების მხარდაჭერას და სამართლიან მიდგომებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
“რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, მიშელმა არჩევნებთან დაკავშირებული საკითხების გამოძიება ითხოვა და აცნობა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკება შეჩერებულია მანამ, სანამ არ შეიცვლება საქართველოს ხელისუფლების კურსი. არსებული ინფორმაციით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მეტს 8 ნოემბერს სამიტის შემდგომ პრესკონფერენციაზე იტყვის.
ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია.
ამ არჩევნებზე მოსახლეობის 90-მა პროცენტმა ხმა ელექტრონული სისტემების გამოყენებით მისცა. ს წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში რჩება მეოთხე ვადით.
საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ამ საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს პრეზიდენტიც და ოპოზიციონერი ლიდერებიც.