ევროკომისიამ აპარატის თანამშრომლები ჯაშუშობის მუქარის შესახებ გააფრთხილა

ევროკომისიამ, რომელიც ევროკავშირის მთავრობის ფუნქციებს ასრულებს, აპარატის თანამშრომლები ჯაშუშობის საშიშროების თაობაზე გააფრთხილა. Politico-ში გამოქვეყნებული შიდა წერილის თანახმად, საფრთხე მათ შეიძლება შეექმნათ მუშაობის დროს.
“ბრიუსელი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ჯაშუშური ცენტრია, სადაც დასაქმებულია ასობით დაზვერვის თანამშრომელი, რომლებსაც მიზანში ჰყავთ ამოღებული ჩვენი ინსტიტუტები. ნებისმიერი შეიძლება გახდეს მათი სამიზნე, არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა პოზიცია უჭირავს”, – ნათქვამია გაფრთხილებაში. როგორც წესი, უცხოეთის დაზვერვის აგენტები დიპლომატების, ჟურნალისტების, ლობისტების, მეცნიერების ან ასპირანტების საფარქვეშ მუშაობენ.
ტექსტში არ არის მითითებული საფრთხის კონკრეტული წყაროები. მანამდე, 2019 წელს, ევროკავშირის დიპლომატიურმა სამსახურმა თანამშრომლები ჩინეთისა და რუსეთის მხრიდან მომდინარე ჯაშუშობის საფრთხის შესახებ გააფრთხილა.
2020 წლის სტატიაში Politico-ს მოყვანილი აქვს ბელგიის სადაზვერვო სამსახურების შეფასება, რომლის თანახმად, ბრიუსელში, ზოგიერთ საელჩოში, დიპლომატების 10-დან 20 პროცენტამდე შეიძლება იყოს დაზვერვის თანამშრომელი.
ევროკავშირის ქვეყნებმა ჯაშუშობის ბრალდებით არაერთხელ გააძევეს რუსეთის დიპლომატიური მისიების თანამშრომლები.

ასევე დაგაინტერესებთ

“მთელი ჩემი ინსტაგრამი, ყველა ჩემი ნაცნობი ან ქვეყანას ტოვებს, ან შოკშია, ან უბრალოდ არ ლაპარაკობს ამაზე. მე არ ვიცი, სად არიან ეს ადამიანები, ვისაც უყვარხართ, როგორც პრეზიდენტი და პატივს გცემენ”

ზურაბ ცეცხლაძე – „ოცნება“ თადარიგს იჭერს, რომ გამოყაროს კუნთმაგარი ბიჭები, ციხით ვერ შეაშინეს და ცემით უნდათ შეაშინონ ხალხი, არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს – ქართველიშვილს ვეუბნები: ნახონ, რა დაემართა „მხედრიონს“

ლევან ლორთქიფანიძე – ქმნიან პროფესია „პატრიოტს“, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! – ქართულ ტრადიციაზე ლაპარაკობენ და ქართული ტრადიცია არასდროს ყოფილა ჩაგვრა, რომ ძლიერმა სუსტი გასრისოს, ეს არის ქვის ხანა