შალვა პაპუაშვილი – თუ ვინმეს რაიმე ეჭვი აქვს და ბრალდებებს წამოაყენებენ, ეჭვის საბუთები შესაბამის ორგანოებს უნდა წარუდგინონ და გაეცემა პასუხები – ყველას მოვუწოდებ, ეუთო/ოდირის დასკვნით იხელმძღვანელონ

თუ ვინმეს რაიმე ეჭვი აქვს და ბრალდებებს წამოაყენებენ, ეჭვის საბუთები შესაბამის ორგანოებს უნდა წარუდგინონ და ყველა ამ საკითხს საარჩევნო კომისიებს, სასამართლოს თუ პროკურატურის მხრიდან გაეცემა პასუხები – ყველას მოვუწოდებ, ეუთო/ოდირის დასკვნით იხელმძღვანელონ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებას, რომ საქართველოში ჩატარებული ს გაყალბებასთან დაკავშირებით ეჭვები არსებობს, რაც გამოძიებას მოითხოვს.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ეუთო/ოდირმა როგორც წერილობით, ისე ზეპირად, თქვა, რომ შედგა და ამას ყველამ პატივი უნდა სცეს.
„ყველას მოვუწოდებ – ნუ ასცდებიან ეუთო/ოდირის დასკვნას, სამწუხარო ტენდენცია გამოიკვეთა, რომ თავდაპირველად ეუთო/ოდირის დასკვნა იქნებოდა მათთვის სახელმძღვანელო. ახლა, დასკვნა რომ არ მოეწონათ ზოგიერთებს, თვითშემოქმედებაზე გადავიდნენ. ხან „ისფედის“ დასკვნას იშველიებენ, ხან „გამჭვირვალობის“ და ხან ვის დასკვნას. ყველას მოვუწოდებ, ეუთო/ოდირის დასკვნით იხელმძღვანელონ, ეუთო/ოდირმა კი როგორც წერილობით, ისე ზეპირად, თქვა შემდეგი: არჩევნები შედგა და საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება. წერტილი. ეს ითქვა და ყველამ ამას უნდა სცეს პატივი, რაც ეუთო/ოდირმა თქვა და ამ პრინციპზე დაყრდნობით ესაუბროს საქართველოს ხელისუფლებას და ქართველ ხალხს.
ხედავთ, რომ გასაჩივრების პროცესი მიდის, შემდეგ სასამართლო პროცესებიც ვიხილეთ, პროკურატურაც გამოძიებას აწარმოებს – თუ ვინმეს რაიმე ეჭვი აქვს და ბრალდებებს წამოაყენებენ, ამ ეჭვის საბუთები შესაბამის ორგანოებს უნდა წარუდგინონ და ყველა ამ საკითხს საარჩევნო კომისიებს, სასამართლოს თუ პროკურატურის მხრიდან გაეცემა პასუხები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ბუდაპეშტში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს, საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებულ კითხვაზე საპასუხოდ განუცხადა, რომ საქართველოში ჩატარებულ არჩევნებში გაყალბებასთან დაკავშირებით სერიოზული ეჭვები არსებობს, რაც გამოძიებას მოითხოვს. მისი თქმით, ამ პროცესთან დაკავშირებით სიცხადეა საჭირო.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – ბრალი წარედგინა პირს, რომელმაც თანაცხოვრების პერიოდში უკანონოდ მოიპოვა და შეინახა მეუღლის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ვიდეო ჩანაწერი, რომელიც შემდეგ სოციალური ქსელით სხვა პირს გაუგზავნა

თაზო დათუნაშვილი – საზოგადოებისთვის ახალაიას იმდენი აქვს დაშავებული, რომ ეს შემდგარი მონსტრის პროფილია და მისი მორგება შეიძლება ბევრ რამეზე, მათ შორის, ამ გადატრიალების მცდელობაზე თუ 4 ოქტომბრის უაზრო ავანტიურაზე, მაგრამ მტკიცებულებები სუსტია