საბა 2024-ის ფინალისტები უკვე ველიზეა – რა უნდა წაიკითხო დაჯილდოებამდე
სულ მალე პრემია საბა 2024-ის დაჯილდოება გაიმართება. „საბას“ ისტორია 2002 წელს, თიბისისა და პოეტ რატი ამაღლობელის მიერ ლიტერატურული პრემიის დაარსებით იწყება. წელს ჟიური საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს 7 ნომინაციაში გამოავლენს:
· წლის საუკეთესო პროზაული კრებული;
· წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი;
· წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა;
· წლის საუკეთესო პიესა;
· წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა;
· წლის საუკეთესო პოეტური კრებული;
· წლის საუკეთესო რომანი.
ველი წიგნების განსაკუთრებით ფართო არჩევანს გთავაზობს. აქ ყველა ასაკის და ინტერესის ადამიანისთვის იპოვი წიგნებს, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე. ინგლისურ ენოვან წიგნებს შორის შეხვდები საუკეთესო ავტორების სხვადასხვა დროს ინგლისურ ენაზე გამოცემულ ბიზნეს ლიტერატურას, წიგნებს გრაფიკული დიზაინის შესახებ, ასევე ლიტერატურას ფოტოგრაფიაზე და სხვადასხვა საინტერესო საკითხავს, განსხვავებული ინტერესების მქონე მკითხველისთვის.
ასევე აქ შეგიძლია გაიცნო მანგა, რომელიც დასავლური კულტურის ნაყოფის – კომიქსის იაპონურ ანალოგს წარმოადგენს. ან შეარჩიო წიგნები ველის ბესტსელერებს შორის ამასთანავე, ველიზე შეგიძლია შეიძინო აქსესუარები კითხვისთვის, რომლებიც ლიტერატურულ მოგზაურობაში შენი თანამგზავრი გახდება.
გარდა ამისა, ველის ციფრულ თაროებზე იპოვი თინეიჯერებისთვის განკუთვნილ ბესტსელერებს, რომლებიც უამრავი განსხვავებული ჟანრის ლიტერატურას აერთიანებს. აღმოაჩინე საბავშვო და თინეიჯერული ბესტსელერები ველიზე. ასევე, აქ შეხვდები ადაპტირებულ ინგლისურენოვან ლიტერატურას, რომელიც ახალგაზრდა მკითხველს უცხო ენის ცოდნის გაღრმავებაში დაეხმარება და სათავგადასავლო წიგნებს 9-დან 12 წლამდე ასაკის მკითხველისთვის.
ველი ცდილობს ხელმისაწვდომი გავხადოს წიგნები მთელ საქართველოში და ქვეყნის ნებისმიერ წერტილში აწვდის ადამაინებს მათთვის საინტერესო ლიტერატურას. ხოლო, დაჯილდოებამდე შეგიძლია ლიტერატურული პრემია „საბას“ 2024 წლის ფინალისტები აღმოაჩინო. იპოვე შენი საყვარელი ავტორები და გაიცანი დებიუტანტები.
საუკეთესო პროზაული კრებული
საუკეთესო პროზაული კრებულის ნომინაციაში ფინალისტებს შორისაა ზაალ სამადაშვილი. ის იყო რამდენიმე წიგნისა და ასევე, სცენარის ავტორი ფილმებისა „თემო“ და „გარსევანი“. ზაალ სამადაშვილი ლიტერატურული პრემია „საბას“ ორ გზის ლაურეატია.
მის უკანასკნელ წიგნში „რასაც ყველა ვერ ხედავს“ ზაალ სამადაშვილი წერს: „საღამოობით თუ ცნობისმოყვარეობით აღვსილი რომელიმე ბიჭუნა ჩემი ოთახის კარს არის აკრული, საკეტის ჭუჭრუტანაში იჭყიტება და ხედავს, ვინ მეცხადება სტუმრად ნავახშმევს, თამამად შეუძლია, იფიქროს, რომ მწერლად არის დაბადებული…“ – ზაალ სამადაშვილის ახალი კრებულის ერთი მოთხრობა სწორედ ასე სრულდება და თავადაც ცნობისმოყვარეობას გვიჩენს, ვინ ეცხადება მთხრობელს ისეთი, მისი დანახვა მწერლად დაბადებას რომ ნიშნავს? პასუხისთვის კი მთელ კრებულს შემოგვაკითხებს, რადგან ის იმითაც არის გამორჩეული, რომ მასში გადმოცემული ამბებითა თუ ზღაპრებით ანდა შთაბეჭდილებებით წიგნების, კინოსა თუ ნახატების შესახებ მოულოდნელი, თუმცა კარგად ნაცნობი სტუმრების მთელ გვერდებს გვახვედრებს და მათი ახლიდან გაცნობის „მარადიულ დღესასწაულს“ გვაზიარებს. შეყვარებული ბიჭუნა იქნება ეს, სატრფო წყალდიდობისას ნავით რომ მიაცილა სადარბაზომდე, თუ ანდრეი ტარკოვსკი, რომლის ფილმმაც ორი ქუჩის ბიჭი დააძმობილა – კრებულის ყველა სახე ნამდვილია და იქნებ შეხვედრიხარ კიდეც, მაგრამ წიგნის გვერდებზე ისე ცოცხლდებიან, თითქოს იმთავითვე კარგი ნაამბობის პერსონაჟები ყოფილიყვნენ. და მართალია, კრებულის ყველა წამკითხველი ვერ იფიქრებს, მწერლად დავიბადეო, მაგრამ უთუოდ მიხვდებიან და ცხოვლადაც განიცდიან, რა არის ის, „რასაც ყველა ვერ ხედავს“.
ამ ნომინაციაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნამუშევარია ეკა ქევანიშვილის „ჰოლივუდი ვაგონის კედლებზე“, რომელიც ავტორის თქმით, თვალდახუჭული, მოგონებების ვიზუალიზაციით შეიქმნა. „ეს წიგნი, რომელშიც საქართველოს ერთ პატარა ქალაქში მომხდარ ამბებზე გიყვებით, მხატვრულიც არის და დოკუმენტურიც: არ შემეძლო დამევიწყებინა ის, რაც მოხდა. არ შემეძლო არ გამომეგონებინა, ის, რაც არ მოხდა“.
ლიტერატურული დებიუტი
დებიუტანტებს შორის ველის ციფრულ თაროებზე შეგიძლია აღმოაინო თამარ ჟღენტის „წამისყოფა“, რომელიც პოეტურ კრებულს წარმოადგენს და პროზაული კრებული „ბედთან მოთამაშე“, რომელიც სოსო ყიფშიძემ წარმოადგინა.
ასევე, ლიტერატურული დებიუტის ნომინაციაში შეხვდები კიდევ ერთი საინტერესო ნამუშევარს მეგი გავისონიას „ბარბაროსების მოლოდინში“. ორიგინალის ავტორს ჯ.მ. კუტზეე წარმოადგენს. წიგნი 1982 წელს ნომინირებული იყო ფილიპ დიკის პრემიაზე, ხოლო ნობელის პრემიის კომიტეტი კომენტარით გამოეხმაურა: „ჯოზეფ კონრადის საუკეთესო ტრადიციით შექმნილი პოლიტიკური ტრილერი, რომელშიც მიამიტი იდეალისტი ჯოჯოხეთის კარიბჭეს შეაღებს“.
ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა
ესეისტიკისა და დოკუმენტური პროზის ნომინაციაში ერთდროულად რამდენიმე გამორჩეული წიგნი მოხვდა. ზაზა ბურჭულაძის „ჩემი სიმღერა“ სავსეა მზითა და მუსიკით, საიდანაც ლურსმნებივით გამოჩრილან ნოტები. „ჩემი სიმღერა“ არ არის წიგნი მუსიკაზე, ესაა წიგნი-მუსიკა, რომლის კითხვაც მასშტაბური სიმფონიის მოსმენას ჰგავს, ვოკალური პარტიებით.
ასევე, კიდევ ერთი გამორჩეული ნამუშევარია „ინდოეთის დღიური“ რომელიც არჩილ ქიქოძის მორიგი საინტერესო „ნატურალისტურ-ლიტერატურული“ დღიურია და ინდოეთში მოგზაურობაზე გვიყვება. წიგნში ვხვდებით კეთილ, ცნობისმოყვარე და ექსცენტრიკულ ადამიანებს – ქვეყნის მასპინძლებსა და სტუმრებს.
საუკეთესო პოეტური კრებული
ბესიკ ხარანაული 2010 წლის ოქტომბერში წარდგენილი იქნა ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში. მისი ლექსები თარგმნილია ფრანგულ, გერმანულ, რუსულ, ჩეხურ, უნგრულ, ბულგარულ, აზერბაიჯანულ და სხვა ენებზე.
„ეს საქართველოა“ ბესიკ ხარანაულის 2023 წელს გამოცემული პოეტური კრებულია, სადაც ბესიკ ხარანაულის უკანასკნელ 30 წელიწადში დაწერილი ლექსები შედის. მათ ერთი რამ აერთიანებთ: ფიქრი – სამშობლოზე, ფიქრი – საქართველოზე. ლექსები ქრონოლოგიურად არაა დალაგებული. ეს 30 წელიწადი, როგორც ერთი დღე და ეს მთელი კრებული, როგორც ერთი ლექსი – ერთ მთლიანობად შეიკრა და „ეს საქართველოა!“
პოეტური კრებულის ნომინაციაში, ასევე შეხვდები კიდევ ერთ ქართველ პოეტს, რომელმაც მკითხველს თავი იაპონური ტანკებით დაამახსოვრა. „მოქალაქე“ იაკი კაბეს (ირაკლი კაკაბაძე) საბაზე წარდგენილი პოეტური კრებულია. იაკი კაბეს ახალ წიგნში კიდევ უფრო გამოიკვეთა ის თემები და სათქმელი, რაც ავტორის სხვა კრებულებშიც გვხვდებოდა: მოქალაქე, მისი პასუხისმგებლობა, მოძალადე სისტემის პირისპირ დარჩენილი შემოქმედის პოზიცია, რომელსაც უჭირს რამის შეცვლა აგრესიით დამუხტულ გარემოში, მაგრამ ის მაინც შეუძლია, რომ ადამიანი დააფიქროს თავის მნიშვნელობაზე, ნამდვილ ღირებულებებზე.
საუკეთესო რომანი
ამ ნომინაციაში შეხვდები ჩვენი ქვეყნის ისეთ საინტერესო ავტორებს, როგორებიც არიან ლაშა ბუღაძე, დავით დავით ქართველიშვილი და ბესო სოლომანაშვილი. ასევე, შესაძლებლობა გაქვს გაქვს წაიკითხო თეა თოფურიას წიგნი „იაკობის ჭასთან“, ველიზე იპოვი ირაკლი სამსონაძის რომანს „ნუციკოდან ნუციკომდე“ და შეგიძლია წაიკითხო ნიკოლოზ ცისკარიშვილის „აჩრდილები“.
დავით ქართველიშვილის რომანი „მეგაპოლისი და ფიზიკური პირები“
წასვლაზე, გარიდებაზე, გაქცევაზეა (ოჯახი, ქალაქი, კონტინენტი, ენა, მამული, სარწმუნოება), საიდანაც ალბათ იწყება ყოველი ადამიანის ნამდვილი გზა და ჭეშმარიტი ცხოვრება… სრულიად უცხო გარემოში (შორეულ კალიფორნიაში) მოხვედრილ მთავარ გმირს, რა რეალური და შინაგანი აღმართ-დაღმართების დალაშქვრა უწევს. ტექსტს უამრავი ბმული აქვს, ეს იქნება – მწვავე ემოციური ბმები შორეულ და არცთუ შორიახლო წარსულთან, რომლის გარეშეც ეს აწმყო არ შედგებოდა, თუ ამ აწმყოს სამომავლო მეტაფიზიკური ბმულ-გრადაციები.
ასევე საინტერესო ნამუშევარია ლაშა ბუღაძის რომანი „საქართველოს სახელით“ ეს წიგნი 80-90-იანი წლების საქართველოს ავტობიოგრაფიაა. მთხრობელი, რომელიც ერთდროულად ავტორის პროტოტიპიცაა და კომუნისტური ეპოქის მიწურულის საქართველოსიც, გვიყვება მნიშვნელოვან მოვლენებზე, რომლებსაც როგორც ქვეყნის, ისე პირადად მის ცხოვრებაში გარდამტეხი მნიშვნელობა ჰქონდა.
გაეცანი ლიტერატურული პრემია „საბას“ 2024 წლის ფინალისტების ნამუშევრებს. შეიძინე წიგნები ონლაინ, შეფუთე სასაჩუქრედ და მიიღე ნებისმიერ მისამართზე უფასო მიწოდებით.