ირაკლი – მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილდეთ იმ მემკვიდრეობას, რომელიც ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა, ჩვენი თითოეული ნაბიჯი უნდა იყოს გამსჭვალული იმ იდეალებით, რომლებსაც ის ემსახურებოდა

ჩვენ მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილდეთ იმ მემკვიდრეობას, რომელიც ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა, ჩვენი თითოეული ნაბიჯი უნდა იყოს გამსჭვალული იმ იდეალებით, რომლებსაც ის ემსახურებოდა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყვარელში, „ილიაობა 2024“-თან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ილია ჭავჭავაძე მოღვაწეობდა სხვადასხვა სფეროში და ყველგან განსაკუთრებული კვალი დატოვა.
„ილია ჭავჭავაძე იყო სრულიად მრავალმხრივი ნიჭით, გასაოცრად მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი. ის მოღვაწეობდა სხვადასხვა სფეროში, ყველა სფეროში დატოვა განსაკუთრებული კვალი ჩვენს ქვეყანაზე და შეუძლებელია, რომ ასეთი ადამიანი არ იყოს საგანგებოდ მოვლენილი ღმერთისგან ჩვენი ქვეყნისთვის. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 1987 წელს ილია ჭავჭავაძე იქნა წმინდანად შერაცხული და მას ეწოდა წმინდა ილია მართალი. ეს არის საუკეთესო შეფასება იმ მოღვაწეობისა, რომელიც ილია ჭავჭავაძემ განვლო საკუთარი ქვეყნისთვის, საკუთარი სამშობლოსთვის და საკუთარი სამშობლოს სარწმუნოებისთვის. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ მაქსიმალურად იმ მემკვიდრეობას, რომელიც დაგვიტოვა ილია ჭავჭავაძემ. თითოეული ჩვენი ნაბიჯი უნდა იყოს გამსჭვალული იმ იდეალებით, რომლებსაც ემსახურებოდა ილია ჭავჭავაძე”, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი – გერმანიას დედას რომ აგინებ, მერცს იდიოტს ეძახი და მერე ელოდები, რომ რაღაც შეიცვლება, მაშინ აზროვნებით პაპუაშვილი უნდა იყო – დასჭირდებათ დასავლეთი? – გადაითამაშებენ დასავლეთს, დასჭირდება რუსეთი? – გადმოითამაშებენ აქეთ

ხათუნა თოთლაძე – მზად ვიყავით და ვართ, ევროკავშირთან, წევრ ნებისმიერ სახელმწიფოსთან გავხსნათ და აღვადგინოთ დიალოგი – ჩვენი ღრმა რწმენით, თითოეული კანონი ემსახურება ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესებას