არჩევნების გაყალბების საქმეზე პროკურატურამ საბა ბუაძე გამოკითხვაზე დაიბარა

კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე ს გაყალბების საქმეზე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. როგორც ბუაძე ფეისბუქზე წერს, გამოკითხვას მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მოითხოვს.
“ამ “პატიოსან” მკერავ-პროკურორთა სახლში მისვლას ცხადია არ ვაპირებ და ველოდები დაკითხვას მაგისტრი მოსამართლის წინაშე. ამასობაში ვინმემ თუ მოისმინეთ პროკურატურისგან, რა ნაბიჯები გადაიდგა არჩევნების დღეს დადასტურებულ დანაშაულებრივ შემთხვევებზე?”, – წერს ბუაძე.
საქმე ეხება პროკურატურის გამოძიებას, რომელიც ს მიმართვის საფუძველზე დაიწყო. გამოძიების ფარგლებში პროკურატურა გამოკითხვაზე პოლიტიკოსებსა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს იბარებს.
მათ შორის, გამოკითხვაზე დაიბარეს პრეზიდენტი , რომელმაც უწყებაში გამოცხადებაზე უარი თქვა. მისი განცხადებით, პროკურატურა “თავის საქმეს” უნდა შეუდგეს და “პოლიტიკური ანგარიშსწორებას” უნდა მოეშვას.