გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი ამბობს, რომ 11 ნოემბერს საქართველოში ევროკავშირის წევრი 8 ქვეყნის კომიტეტების თავმჯდომარეთა დელეგაცია ჩამოვა.
კერძოდ, თბილისს ეწვევიან: ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთის, პოლონეთისა და გერმანიის კომიტეტების თავმჯდომარეები.
“საქართველო და მისი ხალხი ძალიან ძვირფასია ჩვენთვის. ჩვენ ვართ ერთგული თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოსი, ევროპის გულში. გაყალბებული არჩევნების შემდეგ ჩვენ შეშფოთებული ვართ მიმდინარე მოვლენებით”, – წერს ის X-ზე.
Georgia and its people are very dear to our hearts. We are committed to a free and democratic in the very heart of Europe. After rigged elections we are concerned about current developments.
A delegation of committee chairs from will visit Tbilisi Nov 11. pic.twitter.com/72ZC1s6ueC— Michael Roth – official (@MiRo_SPD) November 8, 2024