მიშელი: სერიოზული ეჭვებია არჩევნების გაყალბებაზე

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ამბობს, რომ საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით “სერიოზული ეჭვები” არსებობს, რაც გამოძიებას საჭიროებს.
ჩატარდა. არსებობს ეჭვები. გაყალბების სერიოზული ეჭვებია და ამას სერიოზული გამოძიება სჭირდება. ამ პროცესთან დაკავშირებით სიცხადე გვჭირდება, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი სამართლიანად და გამჭვირვალედ გაკეთდა. ამასთან დაკავშირებით ეჭვები არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიცაა”, – თქვა შარლ მიშელმა.
ის გამოეხმაურა სთან გუშინ გამართულ შეხვედრასაც და თქვა:
“მქონდა შესაძლებლობა, ამ საკითხზე პრემიერ-მინისტრ [ირაკლი კობახიძისთვის] შეხედულებები გამეზიარებინა”.
დღეს ბუდაპეშტში ევროპული საბჭოს არაფორმალური შეხვედრა გაიმართება.
ცნობილია, რომ ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებისა და ევროკომისიის პრეზიდენტის დღის წესრიგში საქართველოც იქნება.
გუშინ უნგრეთში გაიმართა ევროპის თანამეგობრობის სამიტიც, რომელსაც სხვა ევროპელ ლიდერებთან ერთად საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ც დაესწრო.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის თანახმად, შარლ მიშელთან შეხვედრაზე პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის ერთგულია და ამ პროცესში პარტნიორების მხარდაჭერას და სამართლიან მიდგომებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, მიშელმა არჩევნებთან დაკავშირებული საკითხების გამოძიება ითხოვა და აცნობა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკება შეჩერებულია მანამ, სანამ არ შეიცვლება საქართველოს ხელისუფლების კურსი. არსებული ინფორმაციით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მეტს 8 ნოემბერს სამიტის შემდგომ პრესკონფერენციაზე იტყვის.
ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია.
ამ არჩევნებზე მოსახლეობის 90-მა პროცენტმა ხმა ელექტრონული სისტემების გამოყენებით მისცა. ს წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში რჩება მეოთხე ვადით.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სარჯველაძე ჩანაცვლებით თერაპიაზე – ყველა ბენეფიციარმა, ვინც მოგვმართა, ნორმალურ პირობებში მიიღო სერვისი – ინციდენტებსაც ჰქონდა ადგილი, რაც მეტყველებს, რომ კერძო სექტორში მიწოდებული სერვისი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა

„ნაციონალური მოძრაობა“ – სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ არასამთავრობო ორგანიზაციების ყველა იმ წევრს, რომლებსაც დღეს ივანიშვილის მარიონეტებმა ახალი რეპრესიების ტალღა დაუანონსეს

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – ანტიკორუფციული ბიურო დღეს „ქართული ოცნების” კორუფციის მთავარ მცველად არის ქცეული – ხელისუფლებიდან ივანიშვილის ბანდის განდევნის შემდეგ გავაუქმებთ ქვეყნისა წინააღმდეგ მიმართულ ყველა საკანონმდებლო ნორმას