“ხალხის ძალის” წევრი, თამთა მეგრელიშვილი, “ედისონ რისერჩის” მიერ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების წინ გამოქვეყნებულ ეგზიტპოლებს, რომლის მიხედვითაც არჩევნებს კამალა ჰარისი იგებდა, სოციალურ ქსელში აფასებს.
მეგრელიშვილის განცხადებით, “ედისონ რისერჩის” ეგზიტპოლზე დაყრდნობით სურს ოპოზიციას დაამტკიცოს, რომ ცესკომ არჩევნები გააყალბა. “ეს იყო ედისონ რისერჩის პროგნოზი აშშ-ს პრეზიდენტის არჩევნების წინ. ტრამპმა მოიგო გამანადგურებელი ანგარიშით. ამათ ეგზიტპოლზე დაყრდნობით კივიან პოლიტიკური “ნაცლუზერები”, ცესკომ გაგვიყალბა მოგებაო. საგიჟეთია” – წერს თამთა მეგრელიშვილი.