აქვთ თუ არა რომანი რეალურ ცხოვრებაშიც სერენაი სერქაისა და კივანჩ თათლითუგს? – რას წერს მედია ახალი თურქული სერიალისა და ვარსკვლავური წყვილის შესახებ – Marao

აქვთ თუ არა რომანი რეალურ ცხოვრებაშიც სერენაი სერქაისა და კივანჩ თათლითუგს? – რას წერს მედია ახალი თურქული სერიალისა და ვარსკვლავური წყვილის შესახებ – Marao
ცოტა ხნის წინ მაყურებელმა ტელეეკრანებზე ახალი თურქული დრამა “ოჯახი” იხილა.
დევინი (სერენაი სარიკაი), თავის მხრივ, ახალგაზრდა და წარმატებული ფსიქოლოგია. ის უსიყვარულოდ გაიზარდა და ყველანაირად ცდილობს ოჯახურ პრობლემებს გაუმკლავდეს. დედას აქვს ბიპოლარული აშლილობა, ხოლო მის დას ასევე ფსიქიკური პრობლემები აქვს.
უბრალო შემთხვევის გამო ასლანისა და დევინის ცხოვრება იკვეთება. ისინი შეხვდნენ იმავე სტამბოლში. ასლანი და დევინი ერთი შეხედვით იზიდავენ ერთმანეთს მიუხედავად იმისა, რომ ისინი სხვადასხვა ფენიდან არიან.
დევინი უეცრად რთულ სიტუაციაში ხვდება, მას უწევს მომავალ დედამთილთან, ჰულია სოიკანთან ურთიერთობა, რომელიც ძლიერი, დომინანტი და საშიში ქალია. დევინს ესმის, რომ მას მომავალ დედამთილთან ძალაუფლებისთვის ბრძოლა მოუწევს.
ჰულია სოიკანს (ნურ სურერს) აქვს ნარცისისტული და შურისმაძიებელი მიდგომა. მას არ სურს ოჯახში ძალაუფლების დაკარგვა. მას სურს, რომ ოჯახში ყველამ დაიცვას მისი წესები. როდესაც ის ხვდება დევინს, ჰულია სოიკანი ხვდება, რომ მისი პოზიცია ოჯახში საფრთხის ქვეშ დგება. იმისთვის, რომ შვილი სხვა ქალს არ გაუზიაროს, ჰულია სოიკანი ყველაფერზე მიდის.
ჯიჰანი (ნეჯათ ისლერი), თავის მხრივ, ასლანის უფროსი ძმაა. ის სოიკანლარების ოჯახის შავი ყუთია. ჯიჰანი უახლოვდება დევინს, როდესაც გაიგებს, რომ მისი ძმა ასლანი ხვდება მას. მისი ამბავი უფრო რთულდება, როდესაც ჯიჰანი დევინთან თერაპიის სესიებს იწყებს.
ამასობაში ასლანი ცდილობს დაასრულოს ბნელი საქმეები, რომლებსაც მისი ოჯახი წლების განმავლობაში ახორციელებდა. ქაოტურ ოჯახურ ბიზნესთან ურთიერთობისას მას ოჯახში წონასწორობის პოვნაც სჭირდება. ის მიზნად ისახავს დაიცვას თავისი საყვარელი დევინი ოჯახისგან.
Family (Aile) სატელევიზიო სერიალის სიუჟეტი მოგვითხრობს ახალგაზრდა ბიჭზე ასლან სოიკანზე, რომელიც ცდილობს დააბალანსოს თავისი ოჯახის წინააღმდეგობრივი მოთხოვნები და კრიმინალური ოჯახური ბიზნესი, რომელსაც ის აკონტროლებს. ისტორია მაყურებლისთვის ძალიან საინტერესო და მიმზიდველი აღმოჩნდა, რამაც სერიალს უკვე მოუტანა დიდი პოპულარობა. ამაში, ცხადია, მსახიობების წვლილიც დიდია. სერენაი სარიქაია და კივანჩ თათლითუგი არამხოლოდ თურქი მაყურებლოსთვის არიან საყვარელი სახეები, არამედ მთელ მსოფლიოში მათ უამრავი გულშემატკივარი ჰყავთ. სერენაისა და კივანჩის სასიყვარულო ურთიერთობაზე რეალურ ცხოვრებაშიც ბევრს საუბრობენ. „ჰარპერ ბაზარის” არაბული გამოცემა ცდილობს გაარკვიოს, რეალურია თუ არა სერიალში არსებული კავშირი ცხოვრებაშიც, თუმცა, ჯერ ამ ინფორმაციას ოფიციალურად არავინ ადასტურებს.
ცოტა ხნის წინ ვარსკვლავური წყვილი ერთად გამოჩნდა თურქული კინოსა და სერიალების დაჯილდოების ცერემონიაზე, სადაც ისინი ოფიციალურად დაასახელეს, ყველაზე ლამაზ და მიმზიდველ ეკრანულ წყვილად.