ევროკავშირის ლიდერები დღეს საქართველოს საკითხს განიხილავენ

დღეს ბუდაპეშტში ევროკავშირის არაფორმალური სამიტი გაიმართება, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები – საქართველოს საკითხს განიხილავენ. ს შემდეგ საქართველოში შექმნილი ვითარება ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება იმ სამ საკითხს შორის, რომელზეც 27 ქვეყნის პირველი პირები იმსჯელებენ.
როგორც ღონისძიების ანონსში წერია, ივნისის თვეში გამართულ ევროპული საბჭოს სხდომაზე ევროკავშირის ლიდერებმა განაცხადეს, რომ საქართველოს ხელისუფლების კურსი, მათ შორის უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ მიღებული კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის ფუნდამენტურ პრინციპებს და საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროინტეგრაციას.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – ლევან გამრეკელმა ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე ყოფნისას შექმნა ორგანიზებული ჯგუფი პაატა ნოზაძესთან და რომან მეტივიშვილთან ერთად და ფარულად დაეუფლნენ 5 000 000 ლარის სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს