“ეს ადასტურებს, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ” – ბიბილოვი დიდი ბრიტანეთის სანქციებზე

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა დიდი ბრიტანეთის მიერ გამოცხადებულ სანქციებზე კომენტარი გააკეთა.
“ეს სანქციები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ. “მეგობრებო”, თქვენი სანქციები ვერანაირად ვერ შეგვაჩერებს და იცოდეთ, რომ გამარჯვება ჩვენი იქნება!” – წერს ბიბილოვი ტელეგრამ არხზე.

დიდმა ბრიტანეთმა გამოაცხადა ახალი სანქციების ტალღა ს სამხედრო ინდუსტრიული კომპლექსისა და ს მიერ მხარდაჭერილი დაქირავებული ჯგუფების წინააღმდეგ. სანქცირებული ინდივიდების რიცხვში შედის ანატოლი ბიბილოვი – სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი.
ბრიტანეთის მთავრობის გვერდზე ნათქვამია, რომ ბიბილოვი “დაკავშირებულია კერძო დაქირავებულ ჯგუფებთან, რომლებსაც კრემლთან აქვთ კავშირები.”
აღნიშნული სანქცია მოიცავს აქტივების გაყინვას და კრძალავს დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის შესაძლებლობას.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – ლევან გამრეკელმა ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე ყოფნისას შექმნა ორგანიზებული ჯგუფი პაატა ნოზაძესთან და რომან მეტივიშვილთან ერთად და ფარულად დაეუფლნენ 5 000 000 ლარის სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს