რუსებმა ხარკოვი დაბომბეს, დაშავდა 25 ადამიანი

რუსებმა ხარკოვი მართვადი ავიაბომბებით დაბომბეს, ნაწილობრივ გაანადგურეს მაღალსართულიანი შენობა, 25 ადამიანი დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქალაქის მერზე, იგორ ტერეხოვსა და ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ სინეგუბოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
სინეგუბოვის განცხადებით, დარტყმები დაფიქსირდა ხარკოვის შევჩენკოვის და სალტოვის რაიონებში.
ქალაქის მერმა, იგორ ტერეხოვმა აღნიშნა, რომ სალტოვის რაიონში, მაღალსართულიანი შენობიდან უკვე 25-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: საქართველოს დავოსში არმიწვევა ნიშნავს, რომ ქვეყანა არის სხვა სახელმწიფოს სატელიტი და “რა საჭიროა?” – ნახეთ ზანგეზურის დერეფანი, ტრამპის მარშრუტი, ალიევის განცხადება, ამ ყველაფრიდან ამოვარდნილი ვართ, აღარ ვართ საინტერესო

ნუგზარ წიკლაური: იცნობთ ქვეყანას სამყაროში, სადაც ფასებს სუს-ი არეგულირებს? გვახსოვს ბრეჟნევის კარაქის, ყველის და პურის ტალონები, აქეთკენ მიდის „ოცნება“ – დებატებზე კი არ გამოვრიცხავ, რომ მთავრობა და „უქარქაშო ხმლები“ „ხალხის ძალის“ სახით დასხდნენ