დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის აპარატის უფროსის თანამდებობაზე სუზი უაილსი დაასახელა

-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი წინასაარჩევნო კამპანიის მენეჯერი, სუზი უაილსი თეთრი სახლის აპარატის უფროსის თანამდებობას დაიკავებს, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„სუზი უაილსი დამეხმარა ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი პოლიტიკური გამარჯვების მიღწევაში და იყო ჩემი 2016 და 2020 წლების წარმატებული კამპანიის განუყოფელი ნაწილი“, – აღნიშნა ტრამპმა.
მისი თქმით, სუზი უაილსი საყოველთაო აღფრთოვანებასა და პატივისცემას იწვევს და რომ ის გააგრძელებს დაუღალავად მუშაობას, რათა ამერიკა კვლავ დიდებული გახდეს.
„დამსახურებული პატივია გყავდეს სუზი, როგორც თეთრი სახლის აპარატის პირველი ქალი ხელმძღვანელი შეერთებული შტატების ისტორიაში“, – დასძინა ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: საქართველოს დავოსში არმიწვევა ნიშნავს, რომ ქვეყანა არის სხვა სახელმწიფოს სატელიტი და “რა საჭიროა?” – ნახეთ ზანგეზურის დერეფანი, ტრამპის მარშრუტი, ალიევის განცხადება, ამ ყველაფრიდან ამოვარდნილი ვართ, აღარ ვართ საინტერესო

ნუგზარ წიკლაური: იცნობთ ქვეყანას სამყაროში, სადაც ფასებს სუს-ი არეგულირებს? გვახსოვს ბრეჟნევის კარაქის, ყველის და პურის ტალონები, აქეთკენ მიდის „ოცნება“ – დებატებზე კი არ გამოვრიცხავ, რომ მთავრობა და „უქარქაშო ხმლები“ „ხალხის ძალის“ სახით დასხდნენ