ჯო ბაიდენმა ამერიკელებს მიმართა არჩევნებში ტრამპის გამარჯვების შემდეგ

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ამერიკელებს მიმართა არჩევნებში დემოკრატიული პარტიის დამარცხებასთან და რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევასთან დაკავშირებით.
ბაიდენმა განაცხადა, რომ მიულოცა ტრამპს არჩევნებში გამარჯვება და აღნიშნა, რომ ხელისუფლების მშვიდობიანად და კანონის შესაბამისად გადაცემა, რომელიც 20 იანვარს მოხდება, დემოკრატიის საფუძველს წარმოადგენს.
“ჩვენ ვიღებთ არჩევანს, რომელიც ქვეყანამ გააკეთა. არ შეიძლება მხოლოდ მაშინ გიყვარდეს შენი ქვეყანა, როცა შენ იმარჯვებ, არ შეიძლება მხოლოდ მაშინ გიყვარდეს მოყვასი, როცა მას ეთანხმები”, – თქვა ბაიდენმა.
პრეზიდენტის თქმით, ამერიკული საარჩევნო სისტემა პატიოსანი, სამართლიანი და გამჭვირვალეა, მისი ნდობა შეიძლება. “წარუმატებლობები გარდაუვალია, მაგრამ დანებება უპატიებელია”, – თქვა ბაიდენმა.
ოთხშაბათს, 6 ნოემბერს, ვიცე-პრეზიდენტი და პრეზიდენტობის კანდიდატი დემოკრატიული პარტიიდან, კამალა ჰარისი, ტრამპს დახმარებას დაჰპირდა გარდამავალ პერიოდში. ამასთანავე, მან განაცხადა, რომ არ არის მზად, მიიღოს ქვეყნის განვითარების ტრამპისეული ხედვა. წინასაარჩევნო შტაბის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ბაიდენმა ტრამპი თეთრ სახლში მიიწვია შეხვედრაზე.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ანა წითლიძე – აშშ-ის რეაქცია მიუთითებს, რომ საქართველოს გადარჩენა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ოლიგარქიული რეჟიმისა და ივანიშვილის გარეშე – ამ ყველაფერს, დარწმუნებული ვარ, კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები მოჰყვება აშშ-ისგან

ვახტანგ ნაცვლიშვილი: იმას, რასაც ნოდარ დუმბაძის გარშემო მთავრობა აკეთებს, ჰყავს უმთავრესი ადრესატი: შუა ხნის კაცები, რომელთა დიდი უმრავლესობა ან დაბალანაზღაურებადი მუშახელია, ან უმუშევარია, ან ფეხზე იმით დგას, რომ ოჯახის წევრები არიან ემიგრაციაში