პაატა ღუდუშაური კარიერას “ტორპედოში” გააგრძელებს, – ამის შესახებ ქუთაისური კლუბის პრესსამსახური იტყობინება:
“27 წლის შემტევი ნახევარმცველი პაატა ღუდუშაური ქუთაისის „ტორპედოს“ ფეხბურთელია. ქართველ ფეხბურთელთან კონტრაქტი ოფიციალურად გაფორმდა. ხელშეკრულება ძალაში 2025 წლის 1-ელი იანვრიდან შევა. „ტორპედოს“ ახალწვეული უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს.
ღუდუშაური ბოლოს ისრაელის მთავარ ლიგაში თამაშობდა, სადაც „ბნეი-სახნინის“ ღირსებას იცავდა. ისრაელში წასვლამდე ქართველი ფეხბურთელი ბათუმის „დინამოში“ ირიცხებოდა, რომლის მაისურით გამართულ 72 მატჩში 19 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა მიითვალა. სხვადასხვა დროს „ვიტ ჯორჯიასა“ და გორის „დილაში“ თამაშობდა”.