უკრაინაში დაიღუპა რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი

უკრაინაში დაიღუპა ს არმიის გენერალ-მაიორი, პაველ კლიმენკო. იგი მეთაურობდა ალექსანდრე ზახარჩენკოს სახელობის მე-5 მოტომსროლელ ბრიგადას. მას ბრალად ედებოდა წამების ორგანიზება და თავისი ქვეშევრდომებისგან ფულის აღება ზურგში – ფრონტის უკანა ხაზზე გაგზავნის სანაცვლოდ. მისი სიკვდილის გარემოებები უცნობია.
47 წლის კლიმენკოს დაღუპვის შესახებ პირველად ომის მხარდამჭერმა ფორუმებმა სოციალურ ქსელებში და ბლოგერებმა გაავრცელეს ინფორმაცია. გამოცემა “ვაჟნიე ისტორიიმ” შეძლო დაედგინა ვინაობა მისი დებისა, რომლებიც მის სიკვდილზე აკეთებდნენ კომენტარებს სოციალურ ქსელებში. გამოცემა “ასტრას” გამოძიებაში ნათქვამია, რომ კლიმენკომ რუსი სამხედროების საკონცენტრაციო ბანაკი მოაწყო დონეცკის მიტოვებული მაღაროს ტერიტორიაზე. ზოგიერთი ომის მომხრე ბლოგერი მას აკრიტიკებდა მაღალი დანაკარგების გამო.
ამტკიცებდნენ, რომ მის ქვედანაყოფში შესაძლებელი იყო, ქრთამის სანაცვლოდ ზურგში გადაყვანა. კლიმენკო მერვე რუსი გენერალია, რომელიც ში ომში დაიღუპა და რომლის სიკვდილი დაადასტურეს დამოუკიდებელმა გამომძიებლებმა ან ჟურნალისტებმა. ერთ-ერთი დაღუპულთაგან, გენერალ-მაიორი კანამატ ბოტა, გადამდგარი იყო და სავარაუდოდ, კერძო სამხედრო დაჯგუფება “ვაგნერის” შემადგენლობაში იბრძოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – გამოდიან მოლაპარაკებაზე ივანიშვილისგან, რომ კობახიძე და დღევანდელი მთავრობა გაქრება პოლიტიკური სპექტრიდან, თუ ოპოზიცია თანახმა იქნება, დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან – ეს სიგნალი ქვეყნის ფარგლებში არ ყოფილა