ალტ–ინფოს ერთ–ერთი ლიდერი, კოკა მორგოშია, ობიექტივთან, ამბობს:
ყოველთვის ყველა “ვლასტი” იყენებდა ბერკეტებს – ფინანსურს, დაშინებებს, მოსყიდვებს… ყველაფერს… თანდათან ხვეწენ. ეგრე რომ მოხდებოდა, არჩევნებამდე 2 კვირით ადრე ვთქვი. მარტივია – მოვიდა თითქმის მილიონ 200 000 მომხრე ოცნებისო – საიდან? სარკის წინ დადეს ეს მომხრეები და უცებ ორჯერ მეტი გახდა? გასაგებია, რომ მანიპულაციები ჩატარდა. სრული ობილიზება გააკეთეს, უზარმაზარი ციფრები ჩაისხა ამ საქმეში, უზარმაზარი… არის ნივთმტკიცებები – პირადობებზე იყო მანიიპულაციები, “ლევი” პირადობებიც იყო… ჩვენ, რვიანს, არ გვყავდა დამკვირვებლები, გვყავდა წარმომადგენლები, ისიც თითო–თითო, ისიც უფულოდ, ჯიგრები და ისიც ყველა უბანზე არა. ნაცებს, ქოცებს, ლელოს და სხვებს ჰყავდათ 5–8 დამკვირვებელი უბანზე – ყველანი იყვნენ იქ, ყველანი ხედავდნენ ამას ჩვენზე უკეთესად, ჩვენზე მეტი ბერკეტი ჰქონდათ. ჩვენ, მოდი, ალალად ვთქვათ, ავიღეთ ის, რაც ავიღეთ, ჩვენ ვერ დავიწყებთ, რომ ურნებიდან ჩვენი ხმები ამოყარეს და ბიძინამ წაიღო სახლში, ეგეთი რამე არ მომხდარა, ავიღეთ 50 000–ზე მეტი ხმა და ყველას მადლობას ვეტყვი. არავის სინდისს და ნამუსს არ ვეხები, მაგრამ ფაქტია, თავს ხომ არ მოვიტყუებ? იმ დღესაც, წინა დღეებშიც მირეკავდნენ: – რა ვქნა, მოვიდნენ ჩემებთან 100 ლარს აძლევენ, მოვიდნენ ჩემებთან 200 ლარს აძლევენ, მოვიდნენ – 300 ლარს აძლევენ, დააინტერესეს, ზოგი დააშინეს კიდეც. მე რომ აქციაზე გამოვიდე, რა უნდა ვთქვა, ჩემებს ფული რატომ მიეცით? – ეგ არის იმ ადამიანის მორალი, ვინც ფული აიღო და ვუსურვებ, ამ დილემის წინაშე არასოდეს დამდგარიყოს. გაყალბება არის მთელი პროცესი, გაყალბებაა დაშინებაც, მოსყიდვაც, მანიპულაციაც, ჩაყრაც, პირადობის წარმთმევაც, ეს ყველაფერი ერთადაა გაყალბება.
გია კორკოტაშვილი ეთანხმება და ამბობს, რომ კი, იცის, ფულის გადახდაც იყო და დაშინებაც, და “ერთ კაცს თხუთმეტჯერ აქვს მიცემული ხმა…”