ირაკლი კობახიძე – აშშ-ში და ევროკავშირში ოფიციალურ სტრუქტურებზე იყო გავლენები, ვფიქრობ, დონალდ ტრამპის არჩევასთან ერთად გავლენები შესუსტდება

რომ შეადაროთ საქართველოსა და მოლდოვას , საქართველოსა და ამერიკის არჩევნები ცა და დედამიწაა ხარისხის კუთხით, ქართული არჩევნები ბევრად უფრო ხარისხიანი იყო, ვიდრე მოლდოვური და ამერიკული არჩევნები,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ბუდაპეშტში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოსთან დაკავშირებით ორმაგი სტანდარტები მოქმედებს, რადგან თუ სადმე იყო პრობლემები არჩევნებზე, ეს იყო მოლდოვაში.
კობახიძის თქმით, მიუხედავად ყველაფრისა მოლდოვის მიმართ ვხედავთ განსხვავებულ დამოკიდებულებას, ხოლო საქართველოს მიმართ განსხვავებულ დამოკიდებულებას, რაც მისი თქმით, არის ცალსახა უსამართლობა.
„თუ სადმე იყო პრობლემები არჩევნებზე, ეს იყო მოლდოვაში. ქვეყანაში, როდესაც არჩევნებს და რეფერენდუმს აგებ, შემდეგ თამამად არ უნდა ისაუბრო. რეფერენდუმზე მხოლოდ 45 %-ი აიღო. პრობლემა არის ორმაგი სტანდარტი და უსამართლობა. მოლდოვა არის ქვეყანა, სადაც მოლდოვის მოსახლეობის მხოლოდ 45%-ი უჭერს მხარს ევროკავშირში ინტეგრაციას, მოლდოვა არის დსთ-ს წევრი ქვეყანა, მოლდოვას არ დაუწესებია სთვის სანქციები, როგორც ჩვენ. ამავე დროს ჩვენ ვხედავთ, რომ მოლდოვის მიმართ არის განსხვავებული დამოკიდებულება, საქართველოს მიმართ არის განსხვავებული დამოკიდებულება. ეს არის ცალსახა უსამართლობა,ამაზე უხეში უსამართლობა სად შეიძლება ნახოთ.
ვიღაცებს უნდოდათ საქართველოში ისეთი ძალების დაბრუნება, რომლებიც 2012 წლამდე აწამებდნენ, კლავდნენ ადამიანებს , ბიზნესებს იტაცებდნენ .
-ში და ევროკავშირში ოფიციალურ სტრუქტურებზე იყო გავლენები. მე ვფიქრობ, რომ ს არჩევასთან ერთად ეს გავლენები შესუსტდება, არ გაქრება, მაგრამ მნიშვნელოვნად შესუსტდება“,- განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, დაირღვა თუ არა საქართველოს არჩევნებში ხმის მიცემის ფარულობა, კობახიძე პასუხობს, რომ მოლდოვაში არათუ დარღვეული იყო , საერთოდ არ არსებობდა ხმის ფარულობა, ამასთან დაკავშირებით კი არავის განცხადება არ გაუკეთებია, რაც მისი თქმით, არის ორმაგი სტანდარტი.
„თქვენ ნახეთ მოლდოვაში როგორ ტარდებოდა არჩევნები. აქაც ორმაგ სტანდარტებზეა საუბარი. ყუთები იყო გამჭვირვალე და კონვერტების გარეშე აგდებდნენ ბიულეტენებს. ცალკეულ შემთხვევაში არათუ დარღვეული იყო , საერთოდ არ არსებობდა ხმის ფარულობა. ამასთან დაკავშირებით ვინმეს განცხადება გახსოვთ? რაც შეეხება საქართველოს, ISFED-მა ხმის ფარულობის დარღვევის 25 შემთხვევა დაადგინა . 25-ზე მეტი ვერ დაადგინა. როდესაც ამომრჩეველი წესებით დაცვით აძლევდა ხმას, ამ შემთხვევაში ფარულობა საერთოდ არ ირღვეოდა. როდესაც შენ თვითონ არასწორად აძლევ ხმას ეს როგორ შეიძლება არჩევნებზე არალეგიტიმურობაზე საბაბად გამოდგეს. ყველაფერი „თითიდან გამოწოვილია“. თუ სადმე იყო მასობრივი დარღვევები, არ იყო დაცულობის ფარულობა, ეს იყო მოლდოვა. პირდაპირ გამჭვირვალე ყუთებში ყრიდნენ ბიულეტენებს. აშშ-ში ხომ ხედავდით პირდაპირ ცხადად ჩანდა, ვინ ვის აძლევდა ხმას. საქართველოში უმაღლესი ხარისხის არჩევნები ჩატარდა . რა თქმა უნდა, იყო ხარვეზები, მაგრამ ასეთი ხარვეზები ნებისმიერი ქვეყნის არჩევნებს ახასიათებს, როდესაც 3000 უბანი იხსნება. რომ შეადაროთ საქართველოსა და მოლდოვას არჩევნები, საქართველოსა და ამერიკის არჩევნები ცა და დედამიწაა ხარისხის კუთხით, ქართული არჩევები ბევრად უფრო ხარისხიანი იყო , ვიდრე მოლდოვური და ამერიკული არჩევნები“,- განაცხადა კობახიძემ.