ირაკლი კობახიძე ბუდაპეშტში რობერტ ფიცოს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში ს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ს საპარლამენტო არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვება მიულოცა.
„შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო სხვადასხვა სფეროში ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას და გამოითქვა მზადყოფნა პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სლოვაკ კოლეგას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროპული ინტეგრაცია ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და ამ პროცესში პარტნიორების მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს სექტორულ თანამშრომლობაზე, სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით არსებულ პოტენციალსა და ტურიზმის ხელშეწყობაზე.
პრემიერ-მინისტრმა სლოვაკი კოლეგა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოიწვია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილს მალე ვადა გასდის ყველა თვალსაზრისით, შესაბამისად, რაღაცნაირად უნდა სიამოვნება მიიღოს დარჩენილი ორი თვისგან, რომელიც აკავშირებს პრეზიდენტის თანამდებობასთან

ლევან გოგიჩაიშვილი – ვერ ვხვდები ვნებებს, რა მნიშვნელობა აქვს ოპოზიციურ შტაბში მიდის თუ არა გახარია, გახარია არ მიდის, მიდის სხვა, ყველგან ვერ იქნება – რაც შეეხება „ოცნების“ ლიდერების განცხადებებს, მასხარები არიან და უნდა დარჩნენ მარტო!