საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის გახსნით სესიას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეხუთე შეხვედრის გახსნით სესიას დაესწრო, რომელიც ბუდაპეშტში იმართება. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამიტი მასპინძელი ქვეყნის, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა გახსნა.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეხუთე სამიტის ფარგლებში მონაწილეობას მიიღებს თემატურ დისკუსიაში, რომლის მთავარი თემაა ეკონომიკური უსაფრთხოება და დაკავშირებადობა. ასევე დაგეგმილია ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა სამიტის დასკვნით პლენარულ სესიაზე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ფრიდრიხ მერცი – სამშაბათს ვაშინგტონში ტრამპს შევხვდები – მჭიდრო კონტაქტზე ვარ პარტნიორებთან ევროპაში, ისრაელსა და რეგიონში, ახლა არა თითის გაშვერის, არამედ ერთიანობისა და ერთობლივი მოქმედების დროა