“ბავშვი გარეთ დგას და იყინება… ამ კლინიკასთან ურთიერთობა არ შეიძლება” – გამზარდია ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკაზე

ე.ი. ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკის მსგავსი უპასუხისმგებლო მენეჯმენტი და პაციენტისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, კიდევ სადმე თუ არის შემორჩენილი, არ ვიცი.
ირინოლას ვუკეთებთ ე.წ. გლანდების ოპერაციას და რეგისტრატურაში იმხელა რიგია, ძაღლი პატრონს ვერ ცნობს. ერთი საათია 6 თუ 7 პაციენტს თუ მოემსახურნენ, 20 პაციენტია წინ რიგში. ირევა ათასი ადამიანი, გაჭედილია რეგისტრატურის მისაღები, ვირუსების საბადოა პრაქტიკულად (მიუხედავად პირბადეებისა), ბავშვი გარეთ დგას და იყინება, ან რომ გაცივდეს ოპერაციის შემდგომ, ან აქ რამდენი დრო დასჭირდება, ან შემდეგ ცალკე ოპერაციის რიგში. ბავშვს ღამის მერე წყალიც არ დაილევია, დაიღალა, ისედაც ემოციებშია, ფეხები ცივ ფილებზე უდგას და შესცივდა. ასეთი უპასუხისმგებლობა, სისტემის უნიჭობა, აგდებული დამოკიდებულება პაციენტისადმი.