თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia აცხადებს ინტერესთა გამოხატვას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტაქსების სერვისის ექსკლუზიურად გაწევის თაობაზე.
„თუ თქვენი კომპანია დაინტერესებულია თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მგზავრთა გადაყვანის ექსკლუზიური უფლებების მოპოვებით, გთხოვთ გადახვიდეთ ბმულზე, https://tbilisiairport.com/files/AirportTaxi.pdf გაეცნოთ შესაბამის მოთხოვნებს და 2024 წლის 25 ნოემბრის 17:00 საათამდე მოგვაწოდოთ თქვენი განაცხადი.
შეკითხვის არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
032 2 310 481; [email protected]
გისურვებთ წარმატებას“, – აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.