2020-2023 წლებში ₾812 მილიონის სესხი გაიცა – როგორია საკრედიტო საგარანტიო მექანიზმის შედეგები?

სახელმწიფო პროგრამა საკრედიტო საგარანტიო სქემის ფარგლებში გასულ ოთხ წელში 988 ხელშეკრულება გაფორმდა და 812.3 მილიონი ლარის სესხი გაიცა. ამის შესახებ პროექტის განმახორციელებელი სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” 2023 წლის ანგარიშშია აღნიშნული.
საკრედიტო საგარანტიო მექანიზმი გულისხმობს ისეთი მცირე და საშუალო საწარმოებისთვის საკრედიტო გარანტიის გაცემას, რომელთაც არ აქვთ შესაძლებლობა, დააკმაყოფილონ სესხის უზრუნველყოფაზე არსებული მოთხოვნები. შესაბამისად, სახელმწიფო ფინანსური გარანტიით იღებს მონაწილეობას, სესხის ძირი თანხის მაქსიმუმ 80%-ის ოდენობით.
როგორც სააგენტოს წლიური ანგარიშიდან ირკვევა, 2020-2023 წლებში სულ 1 080 სესხია გაცემული, ხოლო გარანტიის ჯამურმა მოცულობამ 597.6 მლნ ლარი შეადგინა. 4 წლის განმავლობაში ჩახურული სესხების რაოდენობა 60-ია, ხოლო რესტრუქტურიზებული/რეფინანსირებული პროექტების რაოდენობა – 32.
პროგრამის ფარგლებში დადასტურებული 988 ხელშეკრულება წლების მიხედვით ასე ნაწილდება: