დიდმა ბრიტანეთმა ოს სეპარატისტთა ყოფილ ლიდერ ანატოლი ბიბილოვს სანქციები დაუწესა

დიდმა ბრიტანეთმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის წინააღმდეგ სანქციები დააწესა.

ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე ნათქვამია, რომ ” ბიბილოვი მონაწილეობდა ან მონაწილეობს უკრაინის დესტაბილიზაციაში, ძირს უთხრის ან ემუქრება უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს ან დამოუკიდებლობას.”

სანქციები, კერძოდ, მოიცავს აქტივების გაყინვას და მოგზაურობის აკრძალვას.

ანატოლი ბიბილოვი 2022 წლის მაისში “საპრეზიდენტო არჩევნებში” დამარცხების შემდეგ წავიდა დონეცკში.
· 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთმა საქართველოს რეგიონები – ე.წ. სამხრეთი ოსეთი და „დამოუკიდებელ რესპუბლიკებად” აღიარა. იგივე გააკეთეს ვენესუელამ, ნიკარაგუამ, სირიამ და ნაურუმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია