თენგიზ ამირეჯიბის სახელობის პიანისტთა მე-10 საერთაშორისო კონკურსზე, რომელიც ოქტომბრის ბოლოს ბორჯომში გაიმართა მეოთხე ასაკობრივ კატეგორიაში კონსერვატორიელებმა ბექა სიხარულიძემ პირველი პრემია (ხელმძღვანელი – მიწვეული მასწავლებელი მამუკა სიხარულიძე) და გიორგი გრძელიძემ მეორე პრემია (ხელმძღვანელი – პროფესორი ნუცა ჭირაქაძე) დაიმსახურეს.
ასევე ბექა სიხარულიძემ აიღო კონსერვატორიის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი შოპენის ნაწარმოების საუკეთესო შესრულებისთვის და თამარ ლიჩელის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი პროფესიონალიზმისთვის.
ჟიურის წევრებს შორის იყვნენ: ნინო გვეტაძე, ვალერიან შიუკაშვილი, გაიუშ კესკა და თამარ ლიჩელი.
ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ავრცელებს.