თოლორაია: პროკურატურა იძიებს არა გაყალბებას, არამედ იმას, როგორ არ გააყალბა არჩევნები ცესკომ

· 91
·
·
გუშინდელმა ჩემმა დაკითხვამ ძალიან კარგად აჩვენა ის, რაც წინა პერიოდშიც ჩანდა, რომ პროკურატურა იძიებს არა ს გაყალბების საქმეს, არამედ იძიებს იმას, როგორ არ გააყალბა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ეს არჩევნები. ზოგადად, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი რომ მწყობრიდან არის გამოსული, ამაზე საუბარი დიდი ხანია მიდის, თუმცა აქამდე იმიტაციის მცდელობა მაინც იყო იმის ჩვენების, რომ რაღაც ფორმალურად მაინც ინსტიტუტები მუშაობენ. ასეთი უმოქმედო სამართალდამცავი ორგანოები ნამდვილად არ მახსოვს არცერთი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში
განაცხადა სადამკვირვებლო კოალიცია ჩემი ხმის წარმომადგენელმა, ლონდა თოლორაიამ ფორმულას ეთერში.
გუშინ, არჩევნების გაყალბების საქმეზე თოლორაია მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა.