შარლ მიშელის თქმით, ბუდაპეშტში დაგეგმილ არაფორმალურ შეხვედრაზე საქართველოს შესახებაც იმსჯელებენ

შარლ მიშელის თქმით, ბუდაპეშტში დაგეგმილ არაფორმალურ შეხვედრაზე საქართველოს შესახებაც იმსჯელებენ
7-8 ნოემბერს, ბუდაპეშტში ევროკავშირის საბჭოს ლიდერების არაფორმალურ შეხვედრაზე საქართველოს საკითხის განხილვასაც გეგმავენ. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მოსაწვევ წერილშია აღნიშნული, რომელიც მან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებს გაუგზავნა.
“ჩვენ ს შემდეგ საქართველოში არსებულ ვითარებას და წინსვლის გზასაც განვიხილავთ“, – წერია შარლ მიშელის წერილში.
წერილში ასევე აღნიშნულია, რომ შეხვედრაზე იმსჯელებენ ტრანსატლანტიკურ კავშირებზე. “ჩვენი კავშირები -სთან მნიშვნელოვანია და მზად ვართ, გავაღრმაოთ ის”, – წერია წერილში.
ამასთან, ხვალინდელ შეხვედრაზე ევროკავშირის კონკურენტუნარიანობაზეც გაამახვილებენ ყურადღებას. “ბოლო 20 წლის განმავლობაში, ევროკავშირის წილი მსოფლიოს მშპ-ში განახევრდა. უნდა ვიმოქმედოთ ახლა”, – წერია წერილში.
ევროპული საბჭოს წევრების შეხვედრა დღეს საღამოს დაიწყება და ხვალ დასრულდება
bm.ge

ასევე დაგაინტერესებთ

„ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით, საქართველოს აბსოლუტურად ყველაფერი აქვს შესრულებული, მაგრამ ასევე მოგეხსენებათ, რომ მეორე მხრიდან არის შეჩერებულია საუბრები გაფართოებასთან დაკავშირებით“ – ირაკლი კობახიძე