მიხეილ ლომთაძე Bloomberg-ის მილიარდერების სიაში დაბრუნდა

მიხეილ ლომთაძე Bloomberg-ის მილიარდერების სიაში დაბრუნდა
მიხეილ ლომთაძე, რომელიც ყაზახეთის სუპერ აპის Kaspi-ის CEO-ს პოსტს იკავებს, ბლუმბერგის მილიარდერების სიაში თითქმის ორი თვის განმავლობაში აღარ იძებნებოდა, რაც მისი კომპანიის წინააღმდეგ სექტემბერში გავრცელებული ცრუ ბრალდების შედეგად ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე Kaspi-ს აქციების კლებას და შესაბამისად ლომთაძის ქონების დროებით შემცირებას უკავშირდებოდა.
Bloomberg-ის მსოფლიოს 500 მილიარდერის განახლებულ რეიტინგში, ლომთაძე 497-ე ადგილს იკავებს, მისი ქონება კი 6.29 მილიარდ დოლარს შეადგენს.
ცნობისთვის, Kaspi.kz-ი ცენტრალური აზიის უდიდესი ფინტექ-კომპანიაა, რომელიც ფინანსური პროდუქტების გარდა აერთიანებს, როგორც ონლაინმაღაზიებს, ასევე ცენტრალურ აზიაში ონლაინგადახდების ერთ-ერთ უდიდეს პლატფორმას, სადაზღვევო პროდუქტებს და ქლაუდ-სერვისებს. მარტივად რომ ვთქვათ, Kaspi სუპერ აპია, ანუ აპლიკაცია, რომელიც ყველაფერს აერთიანებს. 2024 წლის სამი კვარტალის მონაცემებთ, კომპანიის ჯამურმა შემოსავალმა 34%-ით იმატა და $3.78 მილიარდი შეადგინა. ამავე პერიოდში, კომპანიის წმინდა მოგებამ 23%-ით იმატა და $1.6 მილიარდი შეადგინა.