ღვინის ეროვნული სააგენტო – ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები, პოლონეთში პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობენ

ღვინის ეროვნული სააგენტოს და პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქალაქ კრაკოვში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენაში „EnoExpo 2024” ქართული ღვინის ხუთი მწარმოებელი მონაწილეობს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, „EnoExpo“, რომელიც უკვე 21-ედ იმართება, ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და პრესტიჟულ გამოფენად ითვლება აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში.
„გამოფენაზე ქართული ღვინის კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ შეხვდნენ ადგილობრივ იმპორტიორებსა და ჰორეკა სექტორის წარმომადგენლებს სამომავლო თანამშრომლობისა და ექსპორტის ზრდის მიზნით.
პოლონეთი ქართული ღვინის საექსპორტო ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, წლის განმავლობაში, არაერთი ღონისძიება იმართება. ღონისძიებების მიზანი ქართული ღვინის პოპულარიზაცია და მისი საექსპორტო პოტენციალის გაზრდაა. მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში, საქართველოდან პოლონეთში ექსპორტირებულია 5,2 მლნ ლიტრი ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 12%-ით აღემატება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლელა ჯეჯელავა – მიკვირს, როგორ იკადრა ირანის ელჩმა საგარეო საქმეთა სამინისტროში მისვლა და მაკა ბოჭორიშვილი არ დაიბარა საელჩოში – რაც შეეხება დოდონის ვიზიტს, ახლა პლახოტნიუკი მოვიწვიოთ გამოცდილების გაზიარების მიზნით