,,აი, ფაქტები და ამის მერე რა გიხარიათ რუსეთის მომხრეებს და რა საფუძველი გაქვთ, რომ ტრამპი რუსეთს ზედ გადაჰყვება?” – ლევან ჯავახიშვილი
ჟურნალისტი ლევან ჯავახიშვილი:
,,1.ტრამპის პრეზიდენტობის დროს იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად გამოცხადდა, რასაც რუსეთი დიდად ეწინააღდეგებოდა. ტრამპმა დაიკიდა რუსეთი.
2.ტრამპის პრეზიდენტობის დროს, მისი დიდი ძალისხმევის შედეგად, გოლანის მაღლობები ისრაელის კუთვნილებად გამოცხადდა. გოლანის მაღლობებს სირია საკუთრად მიიჩნევდა და ცხადია, ამას სირიის მოკავშირე რუსეთი ეწინააღდეგებოდა. ტრამპმა დაიკიდა რუსეთი.
3.ტრამპის პრეზიდენტობის დროს, მისი ინიციატივით და ამერიკის არაბეთის ნავთობმომპოვებელ ქვეყნებთან შეთანხმებით, ნავთობი 60 დოლარით გაიაფდა. რუსულმა “გაზპრომმა” 8 მილირდი დოლარი იზარალა, “როსნეფტი” ძლივს გადაურჩა გაკოტრებას. აქაც დაიკიდა ტრამპმა რუსეთის ინტერესები.
4.ტრამპის პრეზიდენტობის დროს დაედო სათავე რუსული პროექტის “ჩრდილოეთ ნაკადი–2″–ის მშნებლობის შეჩერებას. მის დროს დაიწყო მოლაპარაკება გერმანისთან, რომ გერმანიას პროექტი ჩაეგდო. ტრამპის ბრძანებულება შეასრულა შემდეგმა პრეზიდენტმა. აბა, აქ დაიკიდეს, თუ დაიკიდეს რუსეთი ერთად ტრამპმაც და ბაიდენმაც.
5.ტრამპმა დატოვა ირანთან ბირთვული შეთანხმება და ესეც დარტყმა იყო რუსეთისთვის.“ჩვენ არ დავუშვებთ, ამერიკა ბირთვული შანტაჟის მძევალი გახდეს; არ დავუშვებთ, ირანის რეჟიმი ამერიკულ ქალაქებს განადგურებით დაემუქროს და არ დავუშვებთ, მსოფლიოში ყველაზე სასიკვდილო იარაღს ფლობდეს რეჟიმი, რომელიც სკანდირებს: “სიკვდილი ამერიკას!”–ეს ტრამპის სიტყვებია. 9 მაისი. 2018 წელი.
6. ტრამპმა ჩინეთის პრეზიდენტს (რუსეთის მოკავშირე) მკვლელი უწოდა და აღნიშნა, რომ სი ძინპინმა „კოვიდ-19“-ის გამო არა მხოლოდ ამერიკა, არამედ მთელი მსოფლიო გაანადგურა.12.20.2021.
7.2018 წელს, ტრამპმა ამერიკიდან გააძევა 60 რუსი დიპლომატი. ამდენი საბჭოთა კავშირის დროსაც არ გაუძევებიათ. “ჩვენ ვაძევებთ დაზვერვის აგენტებს და არა დილომატებს”–თეთრი სახლის კომენტარი.
8.ტრამპის დროს დაიწყო ანაკლიაში ამერიკული ინვესტიციების მოზიდვა პორტის ასაშენებლად, სადაც რამდენიმე ამერიკული წყალქვეშა გემი უნდა ყოფილიყო განთავსებული. (რუსეთს როგორ ესიამოვნებოდა 🙂
9.ტრამპმა დანიშნა საქართველოში ელჩად კელი დეგნანი,ამერიკის ყველაზე ანტირუსი და ამ ხელისუფლებისთვის აუტანელი ელჩი საქართველოში.
ეს მხოლოდ ფაქტებია.
ჰოდა, ამის მერე რა გიხარიათ რუსეთის მომხრეებს და რა საფუძველი გაქვთ, რომ ტრამპი რუსეთს ზედ გადაჰყვება? აგერ, ფაქტები–ტრამპმა სადაც დაიჭირა, იქ იხმარა რუსეთი.
ტრამპი შეიცვლება? ეგ ბავშვებსაც არ სჯერათ.
ჰოდა, ნუ ატრამპებთ, რა 🙂
ბონუსად. „ვლადიმერს ვუთხარი, თუ უკრაინას დაესხმები თავს, ისე გაგარტყამ, რომ ვერც კი დაიჯერებ. სწორედ მოსკოვის ცენტრში დაგარტყამ. ვუთხარი, რომ მეგობრები ვართ და არ მინდა ამის გაკეთება, მაგრამ სხვა არჩევანი არ მექნება. მე ვუთხარი, იმდენად ძლიერად დაგარტყამ, რომ ამ გუმბათებს თავიდან წაგაძრობ, რადგან მე ვიცი, რომ ის ამ გუმბათების ქვეშ ცხოვრობს“–დონალდ ტრამპი (ვოლ სთრით ჯორნალი”.22.10.2024).”