CNN – კამალა ჰარისმა დონალდ ტრამპს დაურეკა და გამარჯვება მიულოცა

ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა დონალდ ტრამპს დაურეკა და საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ჰარისის ერთ-ერთ უფროს მრჩეველზე დაყრდნობით ავრცელებს.
“[ჰარისმა] პრეზიდენტად არჩეულ ტრამპს დაურეკა, რათა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიელოცა. მან განიხილა ძალაუფლების მშვიდობიანად გადაბარების მნიშვნელობა, ყველა ამერიკელისთვის პრეზიდენტად ყოფნა”, – განაცხადა წყარომ.
მან ასევე აღნიშნა, რომ მოგვიანებით სიტყვით გამოვა ჰოვარდის უნივერსიტეტში, რომელიც დაამთავრა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო