გიგა ბოკერია: პრეზიდენტმა სწორი აქცენტი დასვა – ჩვენი ინტერესია, გვყავდეს ძლიერი აშშ

ძალიან კარგია, რომ ჩვენი პრეზიდენტის გზავნილი იყო სწორი აქცენტით – ჩვენ ნებისმიერი პოლიტიკური ლიდერისგან თავისუფალ სამყაროში, რომელი პოლიტიკური ფრაქციის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს, უნდა “ვაწვებოდეთ” დიპლომატიურ ენაზე, ეტიკეტისა და წესების დაცვით ჩვენს ეროვნულ ინტერესებს.

ჩვენი ინტერესია, რომ გვყავდეს ძლიერი შეერთებული შტატები, რომელიც მისი ეროვნული ინტერესიდან გამომდინარე (არამარტო მორალური კატეგორიებიდან) ხედავს ჩვენს ქვეყანას, ამ სივრცეს, ამ ნაწილს ევროპის სტრატეგიულ, მნიშვნელოვან ადგილად ტირანიებთან და თავისუფალი სამყაროს, ანუ შეერთებული შტატების მტრებთან დაპირისპირებისთვის.

თქვა, პარტია ფედერალისტების ერთ-ერთმა ლიდერმა, მ ტვ ფორმულას ეთერში.