პრეზიდენტი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტამდე ევროპელ ლიდერებს ესაუბრა – ადმინისტრაცია

სალომე ზურაბიშვილი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დაწყებამდე ევროპელ ლიდერებს ესაუბრა – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ესაუბრა:
· ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს;
· ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს;
· პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ანდჟეი დუდას;
· მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტს, მაია სანდუს;
· პორტუგალიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, მარსელუ რებელუ დი სოზას;
· ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტს ედგარს რინკევიჩსს;
· ს რესპუბლიკის პრეზიდენტს, ალარ კარისს;
· ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრ ალექსანდრ დე კროს;
· შვედეთის სამეფოს პრემიერ-მინსიტრ ულფ კრისტერსონს.
ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეხუთე სამიტი 7 ნოემბერს, ბუდაპეშტში გაიმართება. მას პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ც დაესწრება.