განცხადებებს, თითქოს მან წინასწარ იცოდა თეთრიწყაროს სასამართლოს მოსამართლის ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილება „ფაქტების მორიგ ფალსიფიკაციად“ აფასებს

„ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ეხმაურება „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებებს, თითქოს მან წინასწარ იცოდა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლის ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილება და მას „ფაქტების მორიგ ფალსიფიკაციად“ აფასებს.
პრესსამსახური განმარტავს, 4 ნოემბერს პარლამენტთან აქციაზე ალეკო ელისაშვილის განცხადების საფუძველს.
„სიცხადისთვის შეგახსენებთ, რომ დეპუტატმა 4 ნოემბერს, პარლამენტის წინ სცენაზე წაიკითხა სააგენტო „ინტერპრესნიუსის” მიერ გავრცელებული, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადება, რომლის თანახმადაც თეთრიწყაროს სასამართლო სხდომაზე დადგინდა, რომ ბიულეტენების აპარატში მოთავსებისას, უკანა მხარეს გაკეთებული არჩევანი ხილვადია.
საია-ზე დაყრდნობით, ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტომ 18:25- ზე განათავსა და ამ დროს თეთრიწყაროს სასამართლოს უკვე ჰქონდა საია-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილებული და ეს ამბავი არაერთ სხვა სააგენტოს ჰქონდა გადაზიარებული.
გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ალექსანდრე ელისაშვილმა გააკეთა განცხადება 20:30 საათზე და თქვა, რომ თეთრიწყაროს სასამართლოში შეიქმნა განსაკუთრებული პრეცედენტი იმის ფონზე, რომ სხვა რაიონულ თუ საქალაქო სასამართლოებში არათუ საიას შუამდგომლობა არ დაკმაყოფილებულა, სასამართლოები სარჩელსაც კი არ იღებდნენ წარმოებაში. ამავე თემაზე „ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა მოგვიანებით რამდენიმე ტელე-ეთერშიც ისაუბრა.
სახელისუფლო მედია ირწმუნება, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე ელისაშვილი წინმსწრებად ასაჯაროებდა სასამართლოს ვერდიქტს, რითაც ცდილობს, როგორც ერთი პატიოსანი მოსამართლის ასევე ფაქტის დისკრედიტაციას, რაც სამწუხაროდ ფალსიფიკატორი ხელისუფლებისგან გასაკვირი არ არის”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად